მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით - საპატრიარქო, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოზე

საქართველოს საპატრიარქო, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოს სპეეციალური განცხადებით ეხმიანება და მას მიუღებელს უწოდებს, როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით.

განცხადების შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქომ დაიწყო ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი სამონაზვნო პირი მეორეს.

უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელებისთანავე საქართველოს საპატრიარქომ დაიწყო ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი მორჩილები არიან.

დეტალების დაზუსტების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის ეპარქიასთან, რის შემდეგაც საზოგადოებას ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ამ უზნეო და ყოვლად მიუღებელი ფაქტის შესახებ.

ამასთან, კიდევ ერთხელ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს“,-ნათქვამია, საპატრიარქოს განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ საღამოს, სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ორ სასულიერო პირს შორის დაპირისპირებაა ასახული, ერთ-ერთი მათგანი კი ფიზიკურად და მორალურად ძალადობს მეორეზე.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ტოსკანაში მცხოვრები ქართველების საყურადღებოდ - მოსალოდნელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფიცვა

🔵სამი ადამიანი მირტყამდა გამეტებით, დაცვაც  ეხმარებოდა - გიორგი მასხულია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780248779

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება

დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლებს. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სხვათა გადასარჩენ...

ირაკლი კობახიძე

1780248296

ახალი ამბები

მათიკაშვილი: რადიკალებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს და მისი სადისტური მთავრობის ოდიოზურ სახეებს არ შეიძლება საქართველოში ჰქონდეთ მხარდაჭერა

ორი თვეა, აანონსებენ აქციას რადიკალები, ორი თვის განმავლობაში საზოგადოებას ყოველდღიურად აუწყებდნენ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობდნენ და შედეგად მიიღეს ის, რაც იყო მოსალოდნელი ერთი მარტივი მიზეზის გამ...

დავით მათიკაშვილი

1780246375

ახალი ამბები

„სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები ბავშვები გაახარა

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის ა(ა)იპ „სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ სოციალური შემწეობის მიმღები ბავშვები გაახარა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსა...

 მზრუნველობის სააგენტო

1780244188

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. სესიაში, რო...

პარლამენტის დელეგაცია

1780243595

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით გლობალ...

ირაკლი კობახიძე