ნინო წილოსანი ევროკომისიიდან „მომავლის აკადემიაში“ თანხის ჩარიცხვაზე: ალბათ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მიმდინარე აქციები და რადიკალიზმი გარედან ფინანსდებოდა და იმ კანონების მიუხედავად, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იპოვეს გარკვეული გამოსავალი

ალბათ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მიმდინარე აქციები და რადიკალიზმი გარედან ფინანსდებოდა და იმ კანონების მიუხედავად, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იპოვეს გარკვეული გამოსავალი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ინფორმაციას, რომ ევროკომისიიდან „მომავლის აკადემიაში“ თანხა ფარულად ჩაირიცხა.

„ალბათ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მიმდინარე აქციები და რადიკალიზმი გარედან ფინანსდებოდა და იმ კანონების მიუხედავად, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იპოვეს გარკვეული გამოსავალი, თუ როგორ შემოიტანონ უცხოური დაფინანსება და როგორ კვებონ ექსტრემიზმი.

ჩვენი მხრიდან გაკეთებული გამონაკლისი საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით აღმოჩნდა უცხოური დაფინანსების შემოსატანად საუკეთესო საშუალება. ამ შემთხვევაში „ფრანკლინის კლუბის“ შვილობილ ორგანიზაციაზეა საუბარი, სადაც ასევე მიედინებოდა უცხოური დაფინანსება გასული თვეების მანძილზე. ეს არის ორგანიზაციები, რომლებიც კანონის გვერდის ავლით იღებდნენ საკმაოდ მსუყე დაფინანსებას და ამის შესაბამისად აორგანიზებდნენ და იხდიდნენ რადიკალიზმში თანხებს, რომელსაც ყოველდღე ვუყურებთ ქუჩაში“, - აღნიშნა წილოსანმა.

გაშიფრული სქემით, ევროკომისიიდან თანხა ფარულად „ენჯეოების“ და ადვოკატების გარდა ირიცხება „ფრანკლინის კლუბის“ მემკვიდრე „მომავლის აკადემიაში“. აკადემიის დამფუძნებელია ალექსანდრე ზიბზიბაძე, რეალური მფლობელი კი ტომ პალმერია. აკადემია ამზადებს ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვანებს და მიმდინარე პროტესტში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს.

სქემით, „მომავლის აკადემიას“ ევროკომისიის თანხა „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრმა“ სექტემბერში ჩარიცხა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761138467

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩა...

მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ

1761137354

საზოგადოება

აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი საქართველოს როლზე შუა დერეფნის მარშრუტში: ჩვენ ერთმანეთის წარმატებაზე ვართ დამოკიდებული

აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა, შუა დერეფნის როლსა და ევროპასა და აზ...

რაშად ნაბიევი

1761136472

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ სრულად გვაქვს აღებული ვალდებულება, განვახორციელოთ ისეთი დიდი პროექტები, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დ...

მარიამ ქვრივიშვილ

1761135344

საზოგადოება

გიორგი ხაინდრავა: მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?

კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებას ეხმიანება. „მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბა...

გოგა ხაინდრავა

1761134348

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ შუა...

მარიამ ქვრივიშვილი