"პაციენტის მართვა ექიმების და არა პოლიტიკოსების საქმეა" - რატი ბრეგაძის მამა ნიკოლოზ სააკაშვილს პასუხობს

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მამა, გრიგოლ ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის წერილს გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტის მამა სთხოვს მას როგორც ექიმს, გამოხატოს მისი დამოკიდებულება მოშიმშილე პაციენტის, სიცოცხლის შესანარჩუნებლად და დაუყოვნებლივ მის გადასაყვანად შიმშილობის შემდგომ სამოქალაქო სარეაბილიტაციო ჰოსპიტალში.

გრიგოლ ბრეგაძემ განმარტებები გააკეთა შვილის სტიპენდიასთან დაკავშირებით.

ამასთან, მან, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"ბატონო ნიკა, მძიმეა საკითხი, რის გამოც გადაწყვიტეთ საჯაროდ მოგემართათ, მესმის თქვენი წუხილი როგორც ექიმის და მშობლის. არავის ვუსურვებდი შვილის ნახვას საპატიმროში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მეც საჯაროდ მეპასუხა თქვენთვის. თქვენ მთხოვთ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია უშიშრად. კარგად არ მესმის, რისი შიშით უნდა ვიყო შეპყრობილი და რა შიში მაქვს გადასალახავი. როგორც ომის ვეტერანისთვის სამშობლოს კეთილდღეობა და მშვიდობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირებულებაა.

ჩემი შვილის სტიპენდიის საკითხმა სხვადასხვა კონტექსტში უკვე რამდენჯერმე გაიჟღერა, ამიტომ მინდა დავაზუსტო:

რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი მშობელი მოხარული ვიყავი, როდესაც ჩემმა შვილმა უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ და მაქს პლანკის ინსტიტუტის პერსონალური მოწვევის საფუძველზე, მოიპოვა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული რეფორმებისა და განვითარების ფონდის ერთწლიანი სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც იგი იმყოფებოდა გერმანიაში სამეცნიერო მივლინებაში 2006 წელს.

შემდგომ, გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის სტიპენდიით გაიარა ერთწლიანი მაგისტრატურა, მიიღო LLM ხარისხი. მოგვიანებით კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სამწლიანი სტიპენდიის ფარგლებში, ჰამბურგის უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა დოქტორანტურა და მიენიჭა სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

თითოეულ ფონდისადმი გულწრფელად მადლიერი ვიყავი, ვარ და ვიქნები მომავალში! თუმცა აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო ის უსამართლობა, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო, 2011 წელს მას უარი ეთქვა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დოქტორის ხარისხით, ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დაკავებაზე.

ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში არაერთხელ დავრჩენილვარ დილემასთან, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ პაციენტის მართვა ექიმების და არა პოლიტიკოსების საქმეა.

აფხაზეთის ომის დროს, ოჩამჩირეში, გულ-მკერდის ჭრილობით აფხაზი გვეწვა. კეთილშობილი კაცის ქირურგის, აწ განსვენებულის დავით მაღალაშვილის ნაოპერაციები. ერთ ოთახში ვცხოვრობდით რამდენიმე ექიმი დათოსთან ერთად და სიამოვნებით ვეხმარებოდით სამედიცინო ღონისძიებებში.

არ იყო იშვიათი ჩვენს მიმართ უკმაყოფილო, ხშირად უცენზურო, ზოგჯერ აგრესიული გამონათქვამებიც...
ამ გარემოებას მედპერსონალის ერთსულოვნებაში, პროფესიული მოვალეობის ერთგულებაში კორექტივი ომის დროსაც არ შეუტანია.

მე ღრმად მწამს, სრულიად დარწმუნებული ვარ ჩვენი ექიმების პროფესიულ კეთილსინდისიერებაში. დაე მათ, შესაბამისი პროფესიული, ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, განსაზღვრონ მკურნალობის საკითხები. ასევე დარწმუნებული ვარ, პენიტენციური სისტემა იხელმძღვანელებს ექიმების არგუმენტირებული, ობიექტური რეკომენდაციებით და მათი პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებთან შეჯერებით, მიიღებს დინამიკურ და კორექტულ გადაწყვეტილებებს.

დასასრულს, როგორც საზოგადოების ერთ-ერთმა წევრმა, როგორც ექიმმა, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო თქვენს შვილს შეწყვიტოს შიმშილობა. თქვენ და თქვენს ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობას", - წერს ნიკოლოზ სააკაშვილს იუსტიციის მინისტრის მამა, გრიგოლ ბრეგაძე. 

ამავე თემაზე:

🔲 "გრიგოლ, გწერ როგორც კოლეგა კოლეგას, როგორც მშობელი მშობელს" - სააკაშვილის მამა იუსტიციის მინისტრის მამას მიმართავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793897790

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე: მთავრობის თანმიმდევრული და სწორი მუშაობის შედეგად, საქართველოს ხმა დღეს უფრო ძლიერად ისმის საერთაშორისო ასპარეზზე

დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნ...

დავით ჩიხელიძე

1793896838

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება

„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავ...

მარიამ ქვრივიშვილი

1793895817

ახალი ამბები

თბილისის მერია: ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მიუსაფარ ცხოველებს, ისე მოსახლეობას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე

„ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის...

თბილისის მერია

1793892912

ახალი ამბები

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცე...

 მარიამ ქვრივიშვილი,

1793889430

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: „ვეტინგის“ მექანიზმი ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი და უხეში ჩარევის მცდელობაა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გარე ძალები ცდილობენ, ქართული მართლმსაჯულება საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ, რისთვისაც სხვადა...

თორნიკე ჭეიშვილი