„პირველივე შეხედვით ვერ ხედავთ ადამიანს არა?... რამდენი გაიყინა უკვე ქუჩაში... ეს ჯერ არ გაყინულა, უფრო სქელი ნაგვის გროვა მოძებნა და ჯერ ცოცხალია...“

„პირველივე შეხედვით ვერ ხედავთ ადამიანს არა?... რამდენი გაიყინა უკვე ქუჩაში... ეს ჯერ არ გაყინულა, უფრო სქელი ნაგვის გროვა მოძებნა და ჯერ ცოცხალია...“ -  ამის შესახებ ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს.

„პირველივე შეხედვით ვერ ხედავთ ადამიანს არა?

უკვე ისე შეერივნენ ნაგავს ქუჩაში, ვეღარც ვარჩევთ, ნაგავია თუ ადამიანი.

რამდენი გაიყინა უკვე ქუჩაში. ეს ჯერ არ გაყინულა, უფრო სქელი ნაგვის გროვა მოძებნა და ჯერ ცოცხალია. ასეთი რამდენია ქალაქში იცით? გამვლელის იმედზე სადამდე უნდა იყონ ოთხმოცი წლის მშიერი და გაყინული მოხუცები?

გადააკეთეთ ნებისმიერი შენობა და გახსენით დავრდომილების, უსაბუთოების, უმწეოების და მძიმე ავადმყოფების უფასო თავშესაფარი!!!

შექმენით სამსახური, რომელიც ღამე ქუჩაში ივლის და სიკვდილის პირას მისულებს გადაარჩენს.

გახსენით ერთი პატარა სამედიცინო პუნქტი, სადაც უფასო იქნება მარტივი წამლები.

ნუ ყრით ამდენ საჭმელს, მიეცით უფლება კვების ობიექტებს, დაარიგონ საჭმელად ვარგისი პროდუქტი და გახსენით კვების უფასო პუნქტი!

ზამთარში მაინც ქენით ვისაც შეგიძლიათ, ღამე როგორ გძინავთ ბიჭო, ვისაც ამის შეცვლა შეგიძლიათ და არ შვებით.

ავადმყოფი მოხუცები როგორ უნდა კანკალებდნენ მთელი ზამთარი ყინვაში.

მთელი ქვეყნის სირცხვილია, რომ არ არსებობს დავრდომილთა და უმწეოთა უფასო თავშესაფარი! არცერთი!
ძნელია?

თუ ფოტოზე რასაც ხედავთ ეგ უფრო ძნელია?

მიეცით რამე მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლეს.

სირცხვილია.

და წინ სიბერეა“.

წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი.

ასევე საინტერესოა:

🔵 "იქნებ, იქაც თეატრი გვიცდის" - რობერტ სტურუა ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

🔵 "თურმე არ იცოდა მამაჩემის გარდაცვალების შესახებ და ეს სესხიც გავაცოცხლეთო, მაშინ გააცოცხლონ მამაჩემიც და სამმაგს გადავუხდი" - ფეისბუკ მომხმარებელი "საქართველოს ბანკს" გულგრილობაში ადანაშაულებს

🔵 "მაინერი ვისაც უდგას ფიცი არ დაუდია და ვისაც მაინერი არ უდგას, ვერ გავიგე იმათმა რატომ დაიფიცეს?!" - კობა სუბელიანი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791657856

საზოგადოება

გიორგი პატარიძე: ლაითურში აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებაზე

ლაითურის N1 დაწესებულებაში ჩვენი ინოვაციური პროექტს ვახორციელებთ,იქ აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებ...

გიორგი პატარიძე

1791656831

საზოგადოება

გიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...

გიორგი პატარიძე

1791654989

ახალი ამბები

თბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია

თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლიკვიდირებულია

1791654431

საზოგადოება

რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...

გიორგი პატარიძე

1791653970

საზოგადოება

პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...

პაატა სალია