"თურმე არ იცოდა მამაჩემის გარდაცვალების შესახებ და ეს სესხიც გავაცოცხლეთო, მაშინ გააცოცხლონ მამაჩემიც და სამმაგს გადავუხდი" - ფეისბუკ მომხმარებელი "საქართველოს ბანკს" გულგრილობაში ადანაშაულებს
სოციალური ქსელის ერთ-ერთ პოპულარულ ჯგუფ "სასოწარკვეთილ მომხმარებელთა ჯგუფში" ფეისბუკმომხმარებელი ნანუკა გელაშვილი პრობლემის შესახებ წერს, რომელიც მას "საქართველოს ბანკთან" შეექმნა:
"მეორე წელია გარდამეცვალა მამა, ყველა სესხი გადახდილ განულებული ჰქონდა.
მხოლოდ ე.წ. ოვერდრაფტი ჰქონდა გამოტანილი საქართველოს ბანკში, სადაც დარჩენილი ჰქონდა 1 თვის გადასახადი.
(დაახლოებით 100-დან 200 ლარამდე) მე არც ვიცოდი კიდევ თუ იყო დარჩენილი და დამიკავშირდა ბანკის თანამშრომელი როდესაც ხელფასი აღარ ჩაერიცხა მამას და ვერ ჩამოეჭრა.
ვუთხარი მამა გარდამეცვალა-თქო და მითხრეს, რომ მიმეტანა ნებისმიერ ფილიალში გარდაცვალების მოწმობა და პრობლემა არ იქნებოდა.
მივიტანე მემგონი მეორე დღესვე მოწმობა ახმეტელის მეტროს ფილიალში და ოპერატორ გოგოს ავუხსენი ვითარება და ჩავეკითხე, რომ გადავიხადო თუ არა-თქო და მითხრა, რადგან გარდაიცვალა და მოწმობაც წარადგინეთ არანაირი პრობლემა არ არის და საქმე ჩაიხურება და გაუქმდება სესხიო.
მადლობა მოვუხადე და წამოვედი.
ამის მერე გადის რამდენიმე თვე და ვინაიდან მე დავტოვე საქართველო, ახლა დაუკავშირდნენ ჩემს დას და ეუბნებიან, მასაუბრეთ მამათქვენსო.
ჩემმა დამ უთხრა, რომ გარდაცვლილია და რომ მე გარდაცვალების მოწმობა მიტანილი მქონდა.
კიდევ რამდენჯერმე განხორციელდა ზარი შეტევებით, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ სესხის გადახდის და რომ მისი მემკვიდრეები ვართ და სამკვიდრო მოწმობა უნდა წარვადგინოთ.
ვინაიდან მამაჩემის სახელზე არაფერი იყო 6 თვის ვადაში სამკვიდროც არ გვქონდა გახსნილი და ჩემმა დამ უთხრა, რომ მამას არაფერი ჰქონდა და არ გაგვიხსნია სამკვიდრო.
მას მერე აღარ განოჩენილან და ახლა დღეს ურეკავს ე.წ. "ემა კრედიტის" წარმომადგენელი და ეუბნება, რომ მათთან გადავიდა საქართველოს ბანკის გარკვეული ვალდებულებები (რა შუაშია არ ვიცით) და ახლა ამ კომპანიის წარმომადგენლები გვთხოვენ თითქმის გასამმაგებული თანხის გადახდას, 500 ლარზე ზევით ავიდა თანხაო!
თუ თანხას არ გადაიხდით სახლს დაგიყადაღებთო.
მამაჩემი ამ სახლში არც კი ეწერა და მის სახელზეც არ ყოფილა.
მემკვიდრე შენ ხარო ჩემს დას აწვებიან, მაშინ დედათქვენი მალაპარაკეთო.
დედა მამაზე ადრე გარდაგვეცვალა და არც დედას მიუღია მამაჩემის ქონება და არც ჩვენ და რას მიედმოედებიან?! ჩალით არის ეს ქვეყანა დახურული!
თავად მითხრეს, რომ არ უნდა გადამეხადა.
ვუთხარი რამე არ მოემატოს დავფარავ-თქო და თავად მითხრეს უარი და ახლა გასამმაგებულ თანხას მთხოვს, საერთოდ სხვა კომპანია!
ახლა სასამართლოში აპირებენ შეტანას თავიანთი შეცდომის გამო, რომ თურმე "ემა კრედიტმა" არიცოდა მამაჩემის გარდაცვალების შესახებ და ეს სესხიც გავაცოცხლეთო და მაშინ გააცოცხლონ მამაჩემიც და სამმაგს გადავუხდი :))
გაითვალისწინეთ რომ ჯვარი გწერიათ და ვინმე თუ გარდაგეცვლებათ და დარჩება სესხი, მაშინ იმ ბანკს დააწერინეთ ხელწერილი, რომ მომავალში არ მოგთხოვონ გადახდა, თორემ ესენი სანდოები არ არიან!
არადა საქართველოს ბანკით ვსარგებლობდი ყოველთვის და კმაყოფილი და პატიოსანი მომხმარებელი ვარ და გული მწყდება, რომ ყველგან ასეთი ქაოსური ვითარება არის!
ვუსურვებ ყველას სამართლიან ქვეყანაში ცხოვრებას
"საქართველოს ბანკს" მოვუწოდებ შეცდომის გამოსწორებას და ვითარების ნორნალურად გარკვევას.
შეგიძლიათ ამოიღოთ ვიდეო ჩანაწერები, როდესაც მე თქვენს მოლარე კონსულტანტს ვესაუბრე და მითხრა, რომ არ მეკუთვნოდა ამ სესხის გადახდა და თავისუფალი ვიყავი!", - წერს ნანუკა გელაშვილი.
აღნიშნული პოსტს, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა უკმაყოფილო მომხმარებლების მხრიდან, ერთ-ერთი კომენტარი კი ასეთია:
"მსგავსი პრობლემა გვაქვს ჩვენც საქართველოს ბანკთან და ემას კრედიტთან ოღონდ აქ გარდაცვლილი არ ფიგურირებს.
ჩემი მეუღლის ბებოს ედავებიან 2019 წლის დეკემბერში "გამოტანილ" სესხს მაშინ, როცა ზუსტად იგივე პერიოდში რამდენიმე დღით ადრე კრედომ უარი უთხრა განვადებაზე სტატუსის გამო(ანუ გაშავებული ხარო და აღარ დაუმტკიცეს).
ამის შემდეგ გააკეთა პენსიის სესხი 1800 ლარის ოდენობის, რომ რაც განვადებით უნდოდა და არ დაუმტკიცდა ის ნივთი შეეძინა.
ამ ორი წლის განმავლობაში საქართველოს ბანკს არც დაუბარებია ბანკში და არც არანაირი ცნობა არ გამოუგზავნია.
მერე დაგვიკავშირდა ეს ემას კრედიტი და ედავება იმ სესხს.
არც ხელმოწერილი საბუთები წარუდგენიათ, რომ მართლა აქვს გაკეთებული ეს სესხი.
როცა ვუთხარით, რომ გაეხსნათ ჩანაწერები და ენახათ ზუსტად მაგ პერიოდში იყო თუ არა ბებო ბანკში მოსული საერთოდ ჩანაწერებს არავინ გახსნისო ასე თქვეს.
იმუქრებიან აღსრულების ბიუროთი და მაინც არავინ ჩანს ჯერ.
მხოლოდ სატელეფონო საუბრებით შემოიფარგლებიან და ამასთანავე, რომ ვერ ამტკიცებენ, რომ სესხი მართლა გვაქვს გატანილი მერე ხმას უწევენ", - წერს კიდევ ერთი ფეისბუკმომხმარებელი.
სხვა სიახლეები:
🔳 "შენ უნდა დუმდე და პეპლებზე და კაკტუსებზე წერდე!" - ნიკა მელია გიორგი არველაძეს დაუპირისპირდა
1789752970
მსოფლიომაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო...
1789751386
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლები...
1789749183
საზოგადოებამარიამ ლაშხმა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, პარლამენტის წევრებთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვით...
1789746922
საზოგადოებაეკა სეფაშვილი ბახმაროს სემინარზე: ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის - ჩვენ ვიხილავთ რადიკალიზმის, პოლარიზაციის ახალ ტალღას
ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის...
1789745510
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ას...


























