პრემიერი: ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური განვითარების ძლიერი ტენდენცია ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად

ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური განვითარების ძლიერი ტენდენცია ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ახლა უკვე ფინანსების მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსური სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდი, საერთაშორისო სავაჭრო და სატრანსპორტო გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებდა ცივილიზაციებს და ეკონომიკებს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო, აბრეშუმის გზის ფორუმთან ერთად, კიდევ ერთ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას, თბილისის ფინანსურ სამიტს მასპინძლობს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წელს პირველად იმართება. დღევანდელი ღონისძიების თანაორგანიზატორია სინგაპურული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network, რომლის საერთაშორისო ქსელსაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებთან ერთად უკვე საქართველო უერთდება.

საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდი, საერთაშორისო სავაჭრო და სატრანსპორტო გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებდა ცივილიზაციებს და ეკონომიკებს. დღეს, გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეს სტრატეგიული როლი განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური განვითარების ძლიერი ტენდენცია ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ახლა უკვე ფინანსების მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761209020

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვაპირებთ ინტერპელაციების აქტიურად გამოყენებას. ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის ინტერპელაციის კითხვები უკვე გაგზავნილია

გვაქვს აბსოლუტურად განახლებული ინტერპელაციის წესი, ვაპირებთ ინტერპელაციების აქტიურად გამოყენებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, „ქართულმა...

შალვა პაპუაშვილი

1761208961

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი უკანონო მიგრანტების დაკავების ფაქტებზე: კანონში ცვლილებებიც მივიღეთ, რომ პროცედურები იყოს რაც შეიძლება ეფექტიანი. კარგია, რომ შსს ამ მხრივ აქტიურად მუშაობს და ჩვენ მიერ გადახალისებულ კანონმდებლობას იყენებს

ჩვენ კანონში ცვლილებებიც მივიღეთ, რომ პროცედურები იყოს რაც შეიძლება ეფექტიანი. კარგია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მხრივ აქტიურად მუშაობს და ჩვენ მიერ გადახალისებულ კანონმდებლობას აქტიურად იყენე...

შალვა პაპუაშვილი

1761207777

ახალი ამბები

თელავში სოკოთი მოწამვლის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტში სოკოთი მოწამვლის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს“. როგორც მედია წერს,...

სოკოთი

1761207256

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს - ან არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ან არ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები

დამოკიდებულება, რაც გვქონდა გიორგი გახარიას და მისი გუნდის მიმართ წინა მოწვევის პარლამენტში, ამის შემდეგ თუ გაუარესდა, თორემ გაუმჯობესებისკენ არაფერი წავიდოდა. ზუსტად ამის შემდეგ იყო არჩევნების არაღია...

შალვა პაპუაშვილი

1761206447

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან...

ირაკლი კობახიძე