პრემიერი: საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ მაღალი დონის უმაღლესი განათლება, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეწყობა საჯარო დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით, ალბათ რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართული დისკუსიისას.
მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოში შეძლონ მაღალი დონის უმაღლესი განათლების მიღება.
„რაც შეეხება საერთო მდგომარეობას, რომელიც არის ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში, ალბათ რთულია, ვიდავოთ იმასთან დაკავშირებით, რომ მდგომარეობა საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ მაღალი დონის უმაღლესი განათლება. რეფორმის კონცეფცია, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ჩვენი აზრით, ემსახურება ზუსტად ამ ამოცანას. დღეს, ეს არ არის უზრუნველყოფილი ჩვენი სტუდენტებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის და გვინდა, რომ ეს მოცემულობა შევცვალოთ. ამას არ ეყოფა პროცესების ისე განვითარება, მდორედ, როგორც ეს აქამდე ვითარდებოდა, ამას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები. როდესაც წარვადგინეთ რეფორმის კონცეფცია, დავიწყეთ ეს ყველაფერი ერთგვარი აღიარებითი ჩვენებით და ვთქვით, რომ თუკი სადმე არ გვქონდა ხელშესახები შედეგები, ჩვენს ხელისუფლებას ვგულისხმობ, ეს იყო განათლების სისტემაში, სადაც რაიმე არსებითი, გარდამტეხი ცვლილება არ განხორციელებულა. რა თქმა უნდა, განათლების დაფინანსების კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, იყო მთელი რიგი ფუნდამენტური ცვლილებები, მაგრამ რასაც გარდამტეხი ცვლილება ჰქვია, ასეთი არ განხორციელებულა. ჩვენი მიზანია, სწორედ ასეთი - არსებითი ცვლილება შევიტანოთ სისტემაში.
ამისათვის დავიწყეთ მუშაობა, განისაზღვრა 7 გამოწვევა. ჩვენ თავიდანვე ვთხოვეთ ყველას - ოპონენტებს, არაოპონენტებს, რომ დაეპირისპირებინათ არგუმენტები თითოეული ამ გამოწვევის მიმართ. იქნებ ჩვენ ვცდებით და რომელიმე ეს გამოწვევა არ არის აქტუალური და რელევანტური. შემდეგ თითოეული ამ გამოწვევის შესაბამისად, განისაზღვრა 7 ამოცანა, თითოეულზე საპასუხოდ. აქაც კითხვა დავსვით, იქნებ ჩვენი მიდგომაა არასწორი და გვითხარით. თუ ყველა ვთანხმდებით, რომ გარდამტეხი ცვლილება გვჭირდება, მაშინ თქვენ შემოგვთავაზეთ, რას გააკეთებდით ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, რაზეც რაიმე საგნობრივი დისკუსია საზოგადოებაში არ შემდგარა, ყოველ შემთხვევაში, მე აქ არგუმენტები ვერ მოვისმინე.რაც შეეხება პროცესს და რამ მიგვიყვანა აქამდე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ტრადიციები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის სათავეებთან იდგნენ ივანე ჯავახიშვილი, სხვა დიდი მოაზროვნეები და მათ შექმნეს ის სისტემა, რომელიც დღემდე მოვიდა. თავისი სირთულეები და პრობლემები ჰქონდა, რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდს, შემდეგ იყო 90-იანი წლები, იყო ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი და სხვა ტიპის კრიზისები, რამაც ძალიან დიდი, მძიმე კვალი დაატყო უმაღლესი განათლების სისტემას, რაც ყველას მოგეხსენებათ. ამის შემდეგ იყო 2004-2012 წლები, სადაც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან მძიმე დარტყმა მიადგა უმაღლესი განათლების სისტემას და განსაკუთრებული სამიზნე გახდა თსუ,“- განაცხადა პრემიერმა.
1771090137
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ ეს არგუმენტები
დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ...
1771090075
საზოგადოებაგივი მიქანაძე განათლების რეფორმაზე: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რა არის სიმართლე, რაზე ვართ ორიენტირებული და ეს პროცესები რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რა არის მნიშვნელოვანი, რა არის სიმართლე, რაზე ვართ ორიენტირებული და ეს პროცესები რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ე...
1771089311
საზოგადოებაგივი მიქანაძე: შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც სამწუხაროდ, არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს და ეს არის ის რეალობა, რამაც ფუნდამენტი დაუდო იმას, რომ ეს რეფორმა განხორციელებულიყო
შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც სამწუხაროდ, არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს და ეს არის ის რეალობა, რამაც ფუნდამენტი დაუდო იმას, რომ ეს რეფორმა განხორცი...
1771089269
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოში არის ნიდერლანდებზე, შვეიცარიაზე, ავსტრიაზე მეტი უნივერსიტეტი, მაგრამ რომ ავიღოთ ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო „თაიმსის“ რეიტინგი, ჩვენი არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის
საქართველოში არის 64 უნივერსიტეტი, საქართველოში არის ნიდერლანდებზე, შვეიცარიაზე, ავსტრიაზე მეტი უნივერსიტეტი, მაგრამ ხარისხი როგორიც არის, ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ. შიდა კონკურენცია აქ არ არი...
1771089169
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება - მწირ რესურსებში იგულისხმება მათ შორის, მწირი ადამიანური რესურსების ეფექტური გამოყენება
რაც შეეხება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს - ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღი...


























