ირაკლი კობახიძე: არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს, მაგრამ პოლიტიკოსი ან ელჩი როცა ხარ, შეგიძლია თქვა, რომ უკეთესი მდგომარეობაა მოლდოვაში, სადაც კორუფცია ყვავის, ეკონომიკა გაჩერებულია
„არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს, შეიძლება, გააკეთო უხეში განცხადება, რაც მოგვისმენია კონკრეტული ელჩების და სხვების მხრიდან, რომ მოლდოვაში ყველაფერი უკეთესად არის, ვიდრე საქართველოში, თუმცა მაგალითად, ეკონომიკა რომ ავიღოთ, ჩვენ 11 მილიარდით გავზარდეთ 4 წელიწადში სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და მოლდოვის ბიუჯეტებს შორის სხვაობა მინიმუმ 2,5 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.
„ისე სხვაობა მეტია, მაგრამ ზრდა გვაქვს 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი ყოველწლიურად, რაც ბიუჯეტში შედის. გახსოვთ, რომ ვიღაცები 100 მილიონი ლარის საბიუჯეტო შენატანებს გვამადლიდნენ, არც იყო საბიუჯეტო შენატანი სინამდვილეში და მოლდოვასთან 2,5 მილიარდ დოლარზე მეტით გავზარდეთ ყოველწლიური სხვაობა საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში. მაგალითად, როცა ეკონომიკას აფასებ, ვერ გაექცევი იმაზე საუბარს, რომ საქართველოში ეკონომიკა და ბიზნესგარემო არის ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე მოლდოვაში, მაგრამ როცა ხარ პოლიტიკოსი, ან ელჩი და არ მოგეთხოვება ფაქტებზე დაფუძნებით საუბარი, შეგიძლია, პირდაპირ გამოხვიდე და თქვა, რომ მოლდოვაში არის უკეთესი მდგომარეობა, სადაც კორუფცია ყვავის, ეკონომიკა გაჩერებულია. გამოვიდა მთელი ბიუროკრატია და ამბობს, როგორ შეიძლება პარტიის აკრძალვა, ამ დროს ერთმანეთის მიყოლებით აკრძალეს პარტიები უკრაინაში და მოლდოვაში და ტელევიზიები. მოლდოვაში არის საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი 2 და იქ მედიაპლურალიზმი ყვავის და საქართველოში მედია არის საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ როდესაც ფაქტებზე დაფუძნებით საუბრობ, ხომ ვერ გაექცევი იმას, რომ არის ერთი საზმაუ, მეორე საზმაუ, მეტი არაფერი. საქართველოში არის ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე კერძო ტელევიზია და ყველას აქვს თავისუფლად მაუწყებლობის საშუალება. როცა ფაქტებზე დაფუძნებით საუბრობ, იქ ვერ გაექცევი სინამდვილეს, მაგრამ თუ აკეთებ ზოგად განცხადებებს, იქ შეგიძლია, ნებისმიერი რამ თქვა და ენას ძვალი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1763751556
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როცა გვადარებენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, კორუფციით, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან
როცა გვადარებენ უკრაინას და მოლდოვას, ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან, - განაცხად...
1763751509
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ, როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება
„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1763751110
საზოგადოებაპრემიერი: როგორც კი არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვის პროცესი დასრულდება, მაშინვე, ეს დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს
„ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში. პრემიერის შეფასებ...
1763751034
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, ჩვენი ვარაუდია, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში ქართველები ბევრად მეტ ბინას იყიდიან და შესაბამისად, გარედან ნაკლები თანხა შემოვა
„მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, Eagle Hills-ის ხელმძღვანელი ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე და როცა ის ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა სურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებ...
1763750995
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული, არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ
„ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას. როგორც მთავრობის...


























