რაც შეეხება ალენ დელონის ევთანაზიას... - რას წერს ასტროლოგი რამაზ გიგაური კინოს მსოფლიო ლეგენდაზე
ასტროლოგი რამაზ გიგაური, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მსოფლიო კინოს ლეგენდის, ალენ დელონის შესახებ წერს:
"რაც შეეხება ალენ დელონის ევთანაზიას.
მე სასტიკად არ მიყვარს დჰარმაზე (მორალზე) საუბარი.
უბრალოდ, ამ ფენომენზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას.
თვითმკვლელობა (თუ შეიძლება ევთანაზიას თვითმკვლელობა ვუწოდოთ) - ქრისტიანულ სამყაროში ითვლება სისუსტედ და ცოდვად, თორემ ბევრ სხვა კულტურაში თუ რელიგიაში ეს ვაჟკაცობის გამოვლენად ითვლება.
გნებავთ ეს იყოს იაპონია ან თუნდაც ჩვენი ხევსურეთი.
არ მინდა ჩამოთვლა იმ ხევსურების, რომლებმაც საკუთარ თავს ესროლეს. ჩემს თვალში ყველა მათგანი საოცრად ვაჟკაცი და მეომარი ადამიანი იყო და ასევე გავიდნენ ამ ქვეყნიდან.
ჰარაკირიც შორეულ წარსულში არ ხდებოდა მხოლოდ. მიშიმას მიერ მუცლის გამოფატვრა ყველამ იცის.
ვინმე იტყვის, რომ იაპონელები ან ხევსურები მეომრები არ არიან. სიკვდილთან გულგრილი დამოკიდებულება და საკუთარ ბედისწერაში ჩარევა ეს უმაღლესი ვაჟკაცობაა.
არ მინდა ვინმემ ისე გამიგოს, რომ თვითმკვლელობას საკმეველს ვუკმევდე. არა, ცხადია.
არც თვითმკვლელობა არის ყოველთვის ვაჟკაცობა. არის მომენტები, როდესაც თვითმკვლელობა - სილაჩრე, შიში, გაქცევის და დამალვის მცდელობა.
ხშირად ეს პირიქით, ვაჟკაცობის უმაღლესი გამოვლენაა.
ასე რომ, ნუ განიკითხავთ ადამიანს, რომელმაც თვითმკვლელობა გადაწყვიტა.
და კიდევ, აუცილებლად უყურეთ ირანელი გენიალური რეჟისორის აბას ქიაროსთამის ფილმს „ალუბლის გემო“
ლინკი: კომენტარებში.
P.S. სააგენტოების მიმართ ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რომ არ წაიღოთ ეს პოსტი. ვისაც ფეისბუქზე გაზიარება უნდა - კი ბატონო",-წერს, რამაზ გიგაური.
ასევე წაიკითხეთ:
🔵მოხდება თუ არა მესამე მსოფლიო ომი? - ნოსტრადამუსის უტყუარი წინასწარმეტყველება
🔵რა გსურთ? საბოლოოდ რომ გვეტიროს ყოფა? - რობერტ სტურუა კელი დეგნანს მიმართავს
1791314987
ახალი ამბებივაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე...
1791311976
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე, ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია - საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!
ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვის დონეს ჩამორჩება და ამიტომ გაწევრიანების საგზაო რუკას ვერ მიიღებს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალუ...
1791308525
სპორტიპრემიერი: რუსთავის არტ-პავილიონი კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს, 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი წარმატებით განხორციელდა, შენობამ სრულად შეინარჩუნა თავისი ისტორიული იერსახე
დღეს რუსთავისთვის განსაკუთრებული დღეა, ერთად ვხსნით სივრცეს, რომელიც ქალაქის კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1791305468
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: რატომ გავიდნენ ეს გერმანული ფონდები ქართული სივრციდან? იმიტომ ხომ არა, რომ ირიბად დაკავშირებული იყვნენ ე.წ. რადიკალიზმთან და პოლიტიკურ აქტივიზმთან?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე გერმანული ოთხი ფონდის (კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი) წასვლასთან დაკავშირებით საქართ...
1791304037
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა, თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრი...































