"სად იქნება ხვალ? არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მალე საქართველოშიც იქნება" - ჯანდაცვის ექსპერტი კორონავირუსის ახალ შტამზე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქტიურად უზიარებს საზოგადოებას კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ უახლოეს ინფორმაციას.

ფხაკაძის პროგნოზით სამხრეთ აფრიკული შტამი, რომელიც მსოფლიოში უკვე იკიდებს ფეხს, საქართველოშიც მალე იქნება.

"სად არის ახალი ვარიანტი დღეს, გრაფაში კარგად ჩანს.  

სად იქნება ხვალ? არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ მალე საქართველოშიც იქნება.

                                      რა ვქნათ? იცით რა ვქნათ

ჩემი რეკომენდაციები:

✅  მოსახლეობის 90% აცრა „ფაიზერ/ბიონტეკით“ ან „მოდერნას“ ვაქცინით.

როგორ მიაღწიოთ ამას, აპოლიტიკური კოვიდ მართვა და შესაბამისად აპოლიტიკური გადაწყვეტილებები.

ან ჩემნაირი დამოუკიდებელ ადამიანისთვის ჩააბარეთ ეს მართვა (ამას არ/ვერ იზამთ არავინ, საქართველოში ხომ ვიღაცისტი უნდა იყო ) ან ჩვენი ჯარიდან ყველაზე გამორჩეული გენერალი (ჩვენი ჯარი აპოლიტიკურია და ყველა ვცემთ პატივს).

✅  ისე პორტუგალია 98% მოსახლეობის აცრა, ზუსტად სამხედრო გენერალმა შეძლო. გერმანიაში გადაწყვიტეს ამ გზით წასულიყვნენ 3 დღის წინ.

✅  ბუსტერი, ანუ მე-3 დოზა 3 თვეში მე-2 დოზიდან მხოლოდ „ფაიზერ/ბიონტეკით“ ან „მოდერნას“ ვაქცინით. თავს ნუ ვიტყუებთ და ბრიტანეთის მაგალითი გამოვიყენოთ.

✅  სამედიცინო პირბადე ყველგან დახურულ სივრცეში (სკოლებიც და ოფისებშიც).

✅  მაქსიმალურად დისტანციურ მუშაობა/სწავლა სადაც ეს შესაძლებელია.

✅  მასიური საინფორმაციო კომპანია და ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ყველა წევრი.

✅  გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული სწრაფად, ეფექტურად და მტკიცებულებებზე დაფუძნებით.

✅  ქვეყნის ჩაკეტვა გამოსავალი არ არის.

✅  გამოსავალი არის პროფესიონალური აპოლიტიკური პროცესის მართვა.

არაპროფესიონალიზმი კლავს, ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუკზე.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს "შემაშფოთებელი" უწოდა.

ამავე თემაზე:

🔲 "აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა, ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება მრევლს ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ" - გიორგი ფხაკაძე

🔲 "რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა" - პაატა იმნაძე ვირუსის ახალ შტამზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793887136

ახალი ამბები

სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქეები 500-500 ლარით დაჯარიმდნენ

საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ოქმი განიხილა. მოსამართლემ გიორგი ლოლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარი ჯარიმა დააკის...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

1793887079

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა. შ...

მარიამ ლაშხი

1793884988

ახალი ამბები

ზურაბ ჩიკვილაძე: ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან - დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ

„ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან. დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - წერს საკრებულო...

ზურაბ ჩიკვილაძე

1793884010

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5955 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5958 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1793883422

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით

„ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის...

შალვა პაპუაშვილი