"რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა" - პაატა იმნაძე ვირუსის ახალ შტამზე
"კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი, საქართველოშიც ადრე თუ გვიან, შემოვა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ "პალიტრას" ეთერში განაცხადა.
იმნაძის გათვლებით, ეს დაახლოებით ერთ თვეში მოხდება.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე განმარტავს, ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება, რაც ნებისმიერ ქვეყანაში სამედიცინო დახმარების სისტემების გადატვირთვას გამოიწვევს.
"რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა.
ჩვენ გამალებული ურთიერთობა და აფრიკასთან დღეში რამდენიმე რეისი არ გვაქვს, განსხვავებით ევროპისგან.
ვნახოთ, დაახლოებით ერთი თვე უნდა გვქონდეს მარაგში, რომ წინასწარ ვიცოდეთ ზუსტად რასთან გვექნება საქმე.
სწრაფი გავრცელება ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მახასიათებელია.
სწრაფი გავრცელება ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი ერთდროულად ხდება ავად, რაც ნებისმიერ ქვეყანაში იწვევს სამედიცინო დახმარების სისტემების გადატვირთვას.
ყველაზე მეტად ის გვაწუხებს, რომ ზამთარს ვხვდებით ისე, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი, ეს ძალიან გვაწუხებს.
ამას თუ უახლოეს პერიოდში კოვიდგადატანილებსაც დავამატებთ, ვისაც დღეს აქვს იმუნიტეტი, ეს იქნება ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 60%-მდე.
ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვირუსის ამთვისებელია.
ეს არის ძალიან დიდი ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება ისევ აგიზგიზდეს.
ჩვენ რომ 4 000-ს ჩამოვცდით ეს არაფერს ნიშნავს, ერთ-ორ კვირაში ისევ დაიწყება მატება და ეს შემაშფოთებელი პროგნოზია", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
კორონავირუსის ახალი შტამი, "ომიკრონი", ჯერჯერობით მსოფლიოს 15 ქვეყანაშია გავრცელებული.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს აღნიშნულ აფრიკულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომელსაც ბევრი მუტაცია აქვს. მეცნიერების განცხადებით, ახალ ვარიანტს, რომლის სამეცნიერო ხაზის ნომერია B.1.1.529, სულ მცირე 10 მუტაცია აქვს, რამაც ქვეყანაში ინფიცირების რიცხვის ზრდა გამოიწვია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის ახალ შტამს შემაშფოთებელი უწოდა და მას სახელი „ომიკრონი“ მიანიჭა.
კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, ევროკავშირმა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ სამხრეთ აფრიკულ ქვეყნებთან ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.
ამავე თემაზე:
🔲 „ომიკრონი" ჯანმომ ყველაზე საშიში შტამების სიაში შეიტანა
1793887136
ახალი ამბებისიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქეები 500-500 ლარით დაჯარიმდნენ
საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ოქმი განიხილა. მოსამართლემ გიორგი ლოლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარი ჯარიმა დააკის...
1793887079
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა. შ...
1793884988
ახალი ამბებიზურაბ ჩიკვილაძე: ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან - დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ
„ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან. დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - წერს საკრებულო...
1793884010
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5955 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5958 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793883422
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით
„ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის...






























