შალვა პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა მდგრადი აღმოჩნდა და ზრდის ისეთ მაჩვენებლებს მიაღწია, რომელიც მრავალი განვითარებული ეკონომიკისთვისაც კი უპრეცედენტოა

თბილისის ფინანსური სამიტი შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს მომავლის ფინანსური ტექნოლოგიების განსახილველად. გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა მედეგი და მდგრადი აღმოჩნდა და მიაღწია ზრდის ისეთ მაჩვენებლებს, რომლებიც მრავალი განვითარებული ეკონომიკისთვისაც კი უპრეცედენტოა. მაგალითისთვის, ბოლო 4 წლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის ორნიშნა მაჩვენებელს (9.7 პროცენტი) მიაღწია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისის ფინანსური სამიტის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანმა ფუნქციამ შუა დერეფანში და ისეთი მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებამ, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები და სატრანსპორტო სერვისები, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

„დღესდღეობით საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და შუა დერეფნის უნიკალური პოტენციალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ბოლო წლებში შუა დერეფანში ტვირთბრუნვამ და ეკონომიკურმა აქტივობამ უპრეცედენტო ზრდა აჩვენა. ეს ტენდენცია ნათლად უსვამს ხაზს, რომ ჩვენი რეგიონი ჩამოყალიბდა უმნიშვნელოვანეს სავაჭრო არტერიად, რომელსაც ევროპისა და აზიის ეკონომიკებისთვისაც ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია.

ამასთანავე, აუცილებელია, რომ ვაჭრობის ზრდას და ინფრასტრუქტურულ განვითარებას თან ახლდეს თანამედროვე ფინანსური სერვისების დანერგვა და გაძლიერება. სწორედ ინოვაციური საგადასახადო სისტემები, ფინანსური ტექნოლოგიები და სტაბილური საფინანსო სექტორი ქმნის იმ საყრდენს, რომელიც შუა დერეფანს არა მხოლოდ ყველზე ეფექტიან სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტად, არამედ ფინანსურ ჰაბადაც აქცევს.

საქართველო სწორედ ამ მიმართულებით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშემწყობი გარემოს შექმნა და ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველოში შექმნილია გამჭვირვალე, მოქნილი და ახალ ფინანსურ სერვისებზე ორიენტირებული მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ამცირებს ბარიერებს ახალი მოთამაშეებისთვის და ამავდროულად იცავს ფინანსურ სტაბილურობას.

„საკანონმდებლო ინიციატივებმა, როგორიცაა ციფრული ბანკების ლიცენზირების რეჟიმი, ღია ბანკინგი, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო და სხვა, ხელი შეუწყო ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციას.

აღნიშნული ინიციატივები და მარეგულირებელი ჩარჩო საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში სტაბილურად განვითარდეს როგორც ტრადიციული საბანკო სექტორი, ასევე, საშუალება მიეცეთ ახალ დაინტერესებულ მხარეებს, დაიმკვიდრონ ადგილი საფინანსო სექტორში.

ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ღონისძიება წაახალისებს რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივებს ფინანსური ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და რეგიონის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761209020

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვაპირებთ ინტერპელაციების აქტიურად გამოყენებას. ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის ინტერპელაციის კითხვები უკვე გაგზავნილია

გვაქვს აბსოლუტურად განახლებული ინტერპელაციის წესი, ვაპირებთ ინტერპელაციების აქტიურად გამოყენებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, „ქართულმა...

შალვა პაპუაშვილი

1761208961

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი უკანონო მიგრანტების დაკავების ფაქტებზე: კანონში ცვლილებებიც მივიღეთ, რომ პროცედურები იყოს რაც შეიძლება ეფექტიანი. კარგია, რომ შსს ამ მხრივ აქტიურად მუშაობს და ჩვენ მიერ გადახალისებულ კანონმდებლობას იყენებს

ჩვენ კანონში ცვლილებებიც მივიღეთ, რომ პროცედურები იყოს რაც შეიძლება ეფექტიანი. კარგია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მხრივ აქტიურად მუშაობს და ჩვენ მიერ გადახალისებულ კანონმდებლობას აქტიურად იყენე...

შალვა პაპუაშვილი

1761207777

ახალი ამბები

თელავში სოკოთი მოწამვლის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტში სოკოთი მოწამვლის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს“. როგორც მედია წერს,...

სოკოთი

1761207256

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს - ან არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ან არ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები

დამოკიდებულება, რაც გვქონდა გიორგი გახარიას და მისი გუნდის მიმართ წინა მოწვევის პარლამენტში, ამის შემდეგ თუ გაუარესდა, თორემ გაუმჯობესებისკენ არაფერი წავიდოდა. ზუსტად ამის შემდეგ იყო არჩევნების არაღია...

შალვა პაპუაშვილი

1761206447

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან...

ირაკლი კობახიძე