"თქვენ არც ყური გაქვთ, არც გონი და არც გული.. და საერთოდ არც ადამიანი ხართ!" - გიორგი თარგამაძე პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტზე

ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"პოლიციელის მიერ სმენადაქვეითებული მოზარდის ცემის კადრებზე მეტად იმ ხმამ, უფრო სწორედ - უსიტყვო გმინვამ შემზარა, რომელიც ვიდეოში ისმის...

ბევრს ყური - სიტყვის მიმართ დიდი ხანია დაგმანული აქვს...

მაგრამ თუ ამ სისხლისგამყინავ ბგერებზეც არ გაქვთ რეაქცია, თქვენ არც ყური გაქვთ, არც გონი და არც გული..

და საერთოდ არც ადამიანი ხართ!", - წერს თარგამაძე.

მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

მოგვიანებით მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში წერია, რომ გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო.

ამავე თემაზე:

🔵 შსს: ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო (ვიდეო)

🔵 "განსაკუთრებით შემზარავი იყო პოლიციელის გვერდით მდგომი კოლეგის გულგრილობა, ვფიქრობ ეს ამ პოლიციელისთვის პირველი შემთხვევა არ იყო" - ნიკა სიმონიშვილი

🔵 "პოლიციელი უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს" - ხატია დეკანოიძე მოქალაქის ცემის ფაქტზე

🔵 „სისტემა, შსს, კანონი და დავალება სჭირდება იმას ასეთი არაკაცი რომ არ იყო რასაც ახლა ეკრანზე ვუყურებთ?“ - თინა ხიდაშელი პოლიციელის მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტზე

🔵 გიორგი მშვენიერაძე: ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დასჯილი პოლიციელები ძალიან ცოტანი არიან, ხოლო უკანონო ბრძანების შეუსრულებლობის გამო - ბევრი

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789215811

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ერთადერთი უნარი, რაც აგენტურულ ოპოზიციას გააჩნია, არის გაქრობის უნარი და ეს რაც უფრო დაჩქარდება, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიისათვის

 „ერთადერთი უნარი, რაც ამ აგენტურულ ოპოზიციას გააჩნია, ეს არის გაქრობის უნარი და რა თქმა უნდა, ეს რაც უფრო დაჩქარდება და მალე მოხდება, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიისათვის“, - ამის შე...

რატი იონათამიშვილი:

1789213203

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბარამიძის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა

 „გიორგი ბარამიძემ ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა. ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა“, – ამის შ...

ლევან მაჭავარიანი

1789211068

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გარე პატრონებისგან დაფინანსება სურს - ისინი ერთმანეთს ხოცავენ იმის გამო, ვისკენ წავა დეფიციტური დაფინანსება

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გარე პატრონებს სურთ აჩვენონ, თითქოს „ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამოუკიდებელი დღის წესრიგით მოქმედებენ. ამასთან, მაჭავა...

ლევან მაჭავარიანი

1789209751

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრო: მტკიცებულებების ერთობლიობით, კესო დეკანოსიძის საქმეზე თვითმკვლელობის ფაქტი დასტურდება

 შინაგან საქმეთა სამინისტრო კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიებ...

შსს განცხადება

1789206109

ახალი ამბები

ზაფხულის პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი გაიზარდა

 2026 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული...

ვიზიტი