"წლების წინათ თამადობაში 500 ლარი გადამიხადეს, დღესაც ვსინჯავ იქნებ სადმე ვითამადო ფასიანად და დამებედოს"- გოგა ჩანადირი სახალისო ისტორიით

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, ბედობასთან დაკავშირებით, სახალისო ისტორიას იხსენებს: 

"წლების წინათ 17 დეკემბერს თამადობაში 500 ლარი გადამიხადეს.

მინდოდა, დამბედებოდა, მაგრამ, ეტყობა, იმ ბარბარობის ბედობას გზაკვალი აერია და ფასიანი თამადობა არ დამაბედა.

არადა, სუფრებზე გვარიანად კი მაგზავნა.

აბა, რა იქნებოდა? ახალი წელი მოდიოდა კორონაპანდემიაც არ იყო მაშინ და სუფრებს რა გამოლევდა?

ბედობაა 17 დეკემბერს, ბარბარობასო, 2 და 15 იანვარსო, ახლით და ძველით ახალი წლის მეორე დღესო.

ალბათ, რაღაც საერთო გამოცდილება არსებობს და იმას ეფუძნება ეს ტრადიცია.

გასაკვირია, რომ იმ ფასიანი თამადობის გარდა, ყოველთვის რაღაცები მართლა მებედებოდა.

კარგი, ჯანდაბას, დღეს ვსინჯავ, იქნებ  სადმე ვითამადო ფასიანად.

თუ ახლაც არ დამებედება, ესე იგი, ცუდი თამადა ვყოფილვარ.

ეს იქით იყოს და მართლა დავიბედოთ სიყვარული, სასიამოვნო განწყობები, ღიმილი, მადლიერება, სიმშვიდე, კეთილგანწყობა, სიკეთე, სიმართლე, წესიერება და დანარჩენ დღეებში, თუ გინდა, ტყემალზე შევსხდეთ.

ბედობას დაბედებული ეს ყველაფერი მაინც ძირს ჩამოგვსვამს.

ბედნიერი ბედობა ყველას!",-წერს გოგა ჩანადირი.

ამავე თემაზე:

📍როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას იმისთვის, რომ მთელი წელი წარმატებული და ბედნიერი გქონდეთ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791550510

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არარეგისტრირებული საზოგადოებრივი კვების ობიექტები გამოავლინეს, რომლებიც საქმიანობას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით ეწეოდნენ....

სურსათის ეროვნული სააგენტო

1791549614

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანი...

პროკურატურა

1791547869

საზოგადოება

წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, წი...

პროკურატურა

1791546982

ახალი ამბები

ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს, სასამართლომ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს, სასამართლომ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფ...

პროკურატურა

1791545815

ახალი ამბები

Ipsos Public Opinion Institute – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი 28%-ს შეადგენს, ფრიდრიხ მერცის ბლოკის რეიტინგი კი 20%-მდე შემცირდა

Der Spiegel-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდაჭერა 28%-ს შეადგენს, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ბლოკის (CDU/CSU) რეიტინგი კი კიდევ შემცირდა...

Ipsos Public Opinion Institute