"თუ რეჟისორს მოვიწვევდით ძალიან სერიოზულ კომედიას გადაიღებდა ამ აბსურდზე - ეს არის უხარისხო, ვირეშმაკული თამაში" - გია ხუხაშვილი "ოცნებიდან" წასულ საკრებულოს წევრებზე

"ეს არის უხარისხო, ვირეშმაკული თამაში, რომლის მოტივაცია და გეგმა აბსოლუტურად ბუნდოვანია", – ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებისა და ასევე, პარტიის წევრების მიერ თანამდებობის დატოვების საკითხს.

მისი თქმით, რასაც ისინი აკეთებენ პოლიტიკურ ტექნოლოგიური აბსურდია.

"აბსოლუტურად კომიკური სიტუაციაა, მაგრამ რადგან პოლიტიკურ პროცესში ხდება, ტრაგიკომედიად უნდა დავახასიათოთ.

ამ ხალხის პოზიციასა და „ქართული ოცნების“ პოზიციას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ, ანუ, რის გამო გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“ გაუგებარია.

ყაველაშვილის სახელით წერილი გამოქვეყნდა და შემდეგ კობახიძე იცავდა წერილის პათოსს.

დარწმუნებული ვარ ყაველაშვილს ბოლომდე არ აქვს წაკითხული წერილი.

რასაც ამბობს კობახიძე, იმავეს იმეორებენ.

ეს არის უხარისხო ვირეშმაკული თამაში, რომლის მოტივაცია და გეგმა აბსოლუტურად ბუნდოვანია, არ ვიცი, პარტიას რა უნდა დაარქვან – „ოცნების“ მოადგილეთა პარტია?!, თუ „ბუსტერ-პარტია?!“.

ძალიან სასაცილოა.

პოლიტიკურ-ტექნოლოგიური აბსურდია, რასაც ისინი აკეთებენ.

შენგელაია გადაიღებდა ალბათ, საქართველოში და თუ ჩვენ დასავლელ რომელიმე რეჟისორს მოვიწვევდით ძალიან სერიოზულ კომედიას გადაიღებდა ამ აბსურდზე.

აქ პოლიტიკური, სოლიდური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნასახი არ არის, რაღაცას „ხლაფორთობენ“ და რას „ხლაფორთობენ“ თვითონაც ვერ ხვდებიან“, – განაცხადა ხუხაშვილმა. 

შეგახსენებთ, ლაგოდეხში, ჭიათურასა, თერჯოლაში და ახალციხეში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს .

ასევე დაგაინტერესებთ:

* კიევი გმობს პუტინის ბრძანებას, რომელიც უკრაინელებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ რუსეთის მოქალაქეობა მარტივად 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794411572

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება

„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...

ნათია თურნავა

1794411071

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...

თორნიკე ჭეიშვილი

1794409593

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს

„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...

თამარ იოსელიანი

1794409444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით

„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...

ირაკლი კობახიძე

1794405675

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...

ნათია თურნავა