"უკრაინულ მხარესთან უნდა შეეთანხმებინათ თუ აპირებდნენ სხვაგან გადაყვანას" - ლიზა იასკო სააკაშვილის გადაყვანაზე
"მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი უკრაინულ მხარესთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო", – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა.
იასკო გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ამ დრომდე ვერ შედის.
"მთავარ მიზანი სამართლიანობისთვის ბრძოლაა. ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა ევროპარლამენტარების მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან, ყველა ძალიან შეშფოთებულია იმით, რაც მოხდა გუშინ, რომ რეკომენდაციის გარეშე, ადვოკატების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე, ექიმების, ნათესავების, უკრაინული მხარის გარეშე გადაიყვანეს.. უკრაინულ მხარესთან უნდა შეეთანხმებინათ თუ აპირებდნენ სხვაგან გადაყვანას.
ჩუმად, უბრალოდ, აიღეს და გადაიყვანეს", – განაცხადა იასკომ.
ლიზა იასკოს თქმით, საქართველოში ჩამოსვლას უკრაინის სახალხო დამცველი გეგმავს, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი მისთვის უცნობია.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, მე-40 დღეა შიმშილობს.
სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
ამავე თემაზე:
🔲 "ნაცმოძრაობა" დღეს თბილისში 20:00 საათზე, საპროტესტო აქციას გამართავს
1788290032
მსოფლიო„თუ ირანი საპასუხო დარტყმას განახორციელებს, კიდევ უფრო მძიმედ დავარტყამთ“ - ტრამპი ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის სამიზნეებზე დარტყმებს ადასტურებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის სამიზნეებზე დარტყმები განახორციელეს და აღნიშნა, რომ დარტყმები გაგრძელდება. როგორც ტრამპი Trut...
1788287222
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
პოლიციამ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრო...
1788286087
მსოფლიოაშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა
აშშ-ის სამხედრო ძალები ადასტურებენ, რომ ირანში სამიზნეებზე განახლებული დარტყმები განახორციელეს. „აშშ-ის ძალებმა დაიწყეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ობიექტებზე იერიში ირანში. დარტყმები...
1788281842
ახალი ამბებისვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. არსებული ცნობით, ცხედარი ჭალათის მყინვარის მიმდებარედ ნახეს....
1788279677
მსოფლიონეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა
ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...





























