"UNESCO საგამოძიებო ორგანო არაა" - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა UNESCO-ს მიერ ლექსო ლაშქარავას მოკლული ჟურნალისტების სიაში დამატების შესახებ.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ UNESCO საგამოძიებო ორგანო არაა.
„UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო. იცით, რომ გამოძიება მიდის, ექსპერტიზა ჩატარებულია, შესაბამისად ამაზე პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების ფარგლებში რომელიც მიმდინარეობდა, გააკეთებენ განცხადებას.
კიდევ ერთხელ სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თუ სხვა, მით უმეტეს დღეს შობის დღესასწაულია, კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას.
ვინც ნახა „იუნესკოს“ ეს სია და ღიაა ხომ, იქ წერია, რომ არის მოკითხული მთავრობასთან რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი…
აქედან გამომდინარე „იუნესკო“ არ გახლავთ საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით, “- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
UNESCO-მ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციმ) 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა, რომელსაც საქართველოდან ლექსო ლაშქარავას სახელი დაემატა.
UNESCO-ს ვებგვერდზე მითითებულია, რომ ლექსო ლაშაქარავა 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.
სხვა სიახლეები:
🔳 "არასწორი ინფორმაციის შედეგი იყო ეს" - ირაკლი ზარქუა UNESCO-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე
🔳 ანალიტიკოსი: ვნახავთ ხვალ, ყაზახი ხალხი "კომუნიზმში" აღმოჩნდება, თუ "დათვის ხახაში"
🔳 კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, თუმცა ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება - ყაზახეთის პრეზიდენტი
1795592243
ახალი ამბებიფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
გავრცელებული ცნობით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ახალგაზრდა კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო. ის და...
1795591048
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ნაცებს“ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს
„კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს. საზოგადოება თავისი თვალით უყურებს იმ უტიფრობას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აჩვენებენ“, - ამის შესახე...
1795590552
მსოფლიო2025 წელს 200 000 ქალი გერმანიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა
2025 წელს გერმანიაში დაახლოებით 200 000 ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ქალების და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის რაოდენობა პრაქტიკულად ყველა კატეგორიაში გაიზარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუ...
1795589831
ახალი ამბებისამი წლის თაია, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ბარაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, მრ...
1795588758
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო...































