"ზოგიერთი ეპისკოპოსისგან ისიც მომისმენია, მრევლმა უნდა გარჩინოსო" - რას წერს მამა პეტრე კვარაცხელია

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოღვაწე მამა პეტრე კვარაცხელია, სოციალურ ქსელ ფეისბუკში მორიგ კრიტიკულ აქვეყნებს, სადაც სასულიერო პირებს აკრიტიკებს:

"არ მიკვირს, თუ კიდევ ერთი სასულიერო პირის მდგომარეობა გართულდა…

არ მიკვირს, რადგან ხშირად სველი ფეხებით, მშიერი კუჭით და გახეთქილი გულით ატარებენ წირვას.

არ მიკვირს, რადგან რომელი იერარქი მოგიკითხავს და გაიზიარებს შენს ნამდვილ მდგომარეობას…

არ მიკვირს იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილიც გაზულუქებულ სასულიერო პირებთან ერთად, საერთო ქვაბში ხარშავს ულუკმაპუროდ დარჩენილ სამღვდელოებას…

ზოგიერთი ეპისკოპოსისგან ისიც მომისმენია, მრევლმა უნდა გარჩინოსო…

იმას კი არ კითხულობს, იმ მრევლს საკუთარი თავის სარჩენი საშუალება გააჩნია?!

არ კითხულობს, რა გზებით შეიშლება კომუნალურები გადავიხადოთ და ამის მერე თითქმის ცარიელი ჯიბით მთელი თვე როგორ ვიარსებოთ…

გაზრდილი პენსიებიო, თავს იქებენ და პროდუქტები ისე გაზარდეს ის პენსია მაღაზიაში მხოლოდ ერთი შესვლაა…

მაგრამ ძალიან მიკვირს, ასე გაგვწირეს და პროტესტს მაინც ვერ გამოხატავენ…

ასე რამ დაგვადუმა, რამ შეგვაშინა, რამ გაგვყინა…

ჯერ სად ვართ, თუმცა, არსად არ ვართ, მე არ გავჩუმდები…

ვინც სიღარიბეში სულს ღაფავთ, ეტყობა ამ ტრაგიზმით იკვებებით და არც არაფრის შეცვლას აპირებთ!..

მე კი არ შევეგუები ძააალიან გაცვეთილი სიტყვების მოსმენას ,,ყველაფერი კარგად იქნება”!..", - წერს მამა პეტრე კვარაცხელია.

სხვა სიახლეები:

🔵 საქართველო თუ ფეხზე დგას, იმ ემიგრანტების დამსახურებაა, რომლებიც თვითონ ყინვაში დგანან, რომლებიც თვითონ ნახევრად შიმშილობენ და აქ ოჯახების გადარჩენაზე ზრუნავენ - მამა პეტრე

🔵 "როგორ შევამცირებთ დაბერების პროცესი" - რჩევები დერმატოლოგ ზაზა თელიასგან

🔵 "მძღოლს არ ესმის, რომ ვთხოვ პირბადის გაკეთებას! მგზავრსაც არ ეყურება. საქართველოს პარლამენტი, რისთვის იღებთ კანონებს?!" - ჟურნალისტი ლელა ხარშილაძე მთავრობას მიმართავს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791656831

საზოგადოება

გიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...

გიორგი პატარიძე

1791654989

ახალი ამბები

თბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია

თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლიკვიდირებულია

1791654431

საზოგადოება

რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...

გიორგი პატარიძე

1791653970

საზოგადოება

პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...

პაატა სალია

1791653374

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

დონალდ ტრამპი