„ჩვენ კულტურაში ქალის მთავარი ღირსება და მოვალეობა უსექსობაა, ოღონდ უფრო ლამაზ სახელს ეძახიან – პატიოსნება“

„ყოველი მეორე კაცი თვლის, რომ ქალმა წიხლები თუ არ გირტყა და მარაბდის ბრძოლა თუ არ გაგიმართა, ესე იგი გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია“,  – ამის შესახებ ქალთა უფლებათა დამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ კულტურაში ქალის მთავარი ღირსება და მოვალეობა უსექსობაა, ოღონდ უფრო ლამაზ სახელს ეძახიან – პატიოსნება. აბა, უსექსობას ხომ არ იტყვიან?! თვითონაც ეუხერხულებათ.

მაგრამ სინამდვილეში “პატიოსნებას” მხოლოდ ერთი შინაარსი აქვს ქალის შემთხვევაში – ქალს არ უნდა ჰქონდეს სექსი საერთოდ! გამონაკლისია ქმარი, ქმართან სექსი ეპატიება, ერთი იმიტომ რომ გამრავლებაა საჭირო, მეორე იმიტომ რომ ქმრისთვის სექსზე უარის თქმა “არ შეიძლება”!

ყოველი მესამე ადამიანი ამ ქვეყანაში თვლის, რომ ქმრის მიერ ცოლისთვის სექსის იძულება გაუპატიურება არ არის.

ხოლო ყოველი მეორე კაცი თვლის, რომ ქალმა წიხლები თუ არ გირტყა და მარაბდის ბრძოლა თუ არ გაგიმართა, ესე იგი გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. (UNFPA 2020)

მოკლედ, მძიმე ვითარებაა და ქალებმა (და კაცებმაც) უნდა იბრძოლონ ქალების დამოუკიდებლობისთვის: ქალი თავად უნდა წყვეტდეს ვისთან და როგორი პირადი ცხოვრება ჰქონდეს, ხოლო კაცები უბრალოდ უნდა გაშორდნენ ისეთ ცოლს ან შეყვარებულს, რომელიც აღარ მოსწონთ ცემა-ტყეპის და ფემიციდის გარეშე. ამ ორ რამეს თუ ვისწავლით, ძალიან დალაგდება ურთიერთობები, გაჩნდება ერთმანეთის პირადი სივრცის პატივისცემა და შეწყდება ქალების ჩაგვრა.

ქალზე ძალადობის დიდი წილი დგას ქალის სექსუალობის აკრძალვასა და კონტროლზე. მიეცით ქალებს უფლება თავად გადაწყვიტონ საკუთარი პირადი ცხოვრება, ეს არაა ბევრი, ესაა ელემენტარული და ბაზისური უფლება ადამიანისა. და ნუ დაგვავიწყდება, რომ ქალიც ჯერ ადამიანია(!) და მერეღაა ქალი (ანუ მდედრობითი სქესისა და გენდერის მქონე), – წერს ბაია პატარაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „მექსიკიდან შემოსული მამაკაცი, რომელმაც ბინა დააგირავა, ოჯახი ქირით გაიყვანა და ამ თანხით წამოვიდა ამერიკაში ბედის საძიებლად... შემოიყვანეს მიოკარდიუმის ინფარქტით...“ - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

🔵 გარყვნილი ქმედება საკლასო ოთახში და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 4 არასრულწლოვანი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782670204

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ, ამ ტერმინით თავისუფლება გადათარგმნონ, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბუდაპეშტში გამართულ პრაიდთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან უნგრეთის LGBTIQ+...

თამთა მეგრელიშვილი

1782668024

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით

„ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782665015

მსოფლიო

ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება - დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში მაღალი ტემპერატურის რეკორდები დაფიქსირდა. რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა ჩეხეთში. ჩეხეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (CHM...

იტალია

1782662715

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: ვიქტორ ყიფიანმა პარტია - „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის მიერ დაფუძნებულ პარტიას ეხმიანება სახელწოდებით „ჯერ საქართველო“. ანანიძის თქმით, საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვი...

 ცოტნე ანანიძე

1782659493

ახალი ამბები

სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციის მანქანა დააზიანა - პოლიციელებზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველ...

საპატრულო პოლიცია