ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონია!
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 63 კგ კატეგორიაში ქართველი ფალავანი ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
ფინალამდე ლერიმ ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიშორა თურქი მეჰმედ ჩეკერი 9:1 და ბულგარეთის სახელით მოასპარეზე აბუ ამაევი 11:2, ფინალში კი აზერბაიჯანელი ტალეჰ მამადოვიც იოლად დაჯაბნა 5:1 და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
55კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნუგზარ წურწუმიამ, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში სომეხი რუდიკ მკრტიჩიანი აშკარა უპირატესობით 9:0 დაამარცხა.
87კგ კატეგორიაში ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ლაშა გობაძე, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი 3:0 დაამარცხა.
130კგ კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ რუმინელი მოწინააღმდეგე ბოლო ქულის უპირატესობით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ხვალ ფინალში ვიხილავთ 67 კგ კატეგორიაში მოასპარეზე ჯონი ხეცურიანს, რომელიც ოქროს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვს დაეჭიდება. ხოლო 97კგ კატეგორიაში მოასპარეზე რობერტ კობლიაშვილს 2 შეხვედრის მოგება აშორებს ბრინჯაოს მედლამდე.
1779094151
ახალი ამბებილიზა გეგეჭკორი: დროა, სამუდამოდ გაივლოს მკაფიო ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვას შორის, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს დაუსჯელად გინებას, მუქარას და ადამიანების მორალურ განადგურებას
ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „შსს-ში შეიქმნება...
1779093225
ახალი ამბებიშარმანაშვილი კშიშტოფ ბრეიზას განცხადებაზე: კარგი, ვთქვათ ჩვენ გამოვიგონეთ სააკაშვილის მიმართ ბრალდებები, სტრასბურგმაც გამოიგონა?!
„კარგი, ვთქვათ ჩვენ გამოვიგონეთ ეს ბრალდებები, სტრასბურგმაც გამოიგონა?!“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. ასე გამოეხმაურა დეპუტატი დამოუკიდებელ მედიაზე თავდამს...
1779092298
ახალი ამბებიმდინარაძე 26 მაისის აქციაზე: შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ისინი ვერაფერს იზამენ, 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა საქმე, სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ უბედურება აგვეცილებინა თავიდან
შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მიმიწვდება მაქვს ეს მონაცემები, რომ ისინი ვერაფერს იზამენ. 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს,...
1779090808
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ
მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხე...
1779088484
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალურ...


































