მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, ANONYMOUS-მა რუსეთს კიბერ ომი გამოუცხადა

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა.

"Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ". – წერია დაჯგუფების სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ანონიმუსი დეცენტრალიზებული საერთაშორისო ჰაკტივისტური (ჰაკერულ-აქტივისტური) დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაჯგუფების სამიზნე არაერთი სახელმწიფო, კომპანია, ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი გამხდარა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Anonymous-ის სამიზნე რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, Russia Today (RT) გახდა, რის შედეგად RT-ის ვებგვერდი გაითიშა.

აღსანიშნავია, რომ 24 თებერვალს გაითიშა კრემლის ოფიციალური ვებგვერდი, Kremlin.ru და სხვა სამთავრობო ორგანოების ვებ-გვერდებიც, მათ შორის, რუსეთის დუმის საიტი - Duma.gov.ru

ვებგვერდების გათიშვის ზუსტი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა შესაძლებელია, რომ რუსეთის სამთავრობო სისტემები კიბერშეტევის სამიზნე გამხდარიყო, თავდასხმის მიღმა კი Anonymos-ის წევრები ყოფილიყვნენ.

წყარო: ტაბულა 

ასევე საინტერესოა:

🔵  „ჩვენ დავრჩით მარტო საკუთარი სახელმწიფოს დაცვაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔵 „ბრავო, "ოცნება" გასაგებია, რომ ომში არ უნდა შევვარდეთ, ერთ ლუკმად არ ვეყოფით, მაგრამ ასე ჩირგვებში ჯდომა სირცხვილია“ - ექიმი ქეთი ლობჟანიძე

🔵 „44 წლის პრეზიდენტი ომშია. 44 მილიონიანი ქვეყნის 300 000 ათასამდე სამხედრო მსოფლიოს  1 მტერს ებრძვის“ - ქეთი ქარდავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791577872

ახალი ამბები

მძიმე ავარიას ქუთაისში ქვეითი ემსხვერპლა - მომხდარის დეტალები

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტ...

ყვითელი ლენტი

1791577690

მსოფლიო

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გლობალურ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდებაზე დროებითი ლიცენზია გასცა

„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი დაუყოვნებლივ გასცემს დროებით ზოგად ლიცენზიას, რომელიც გლობალურ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდების საშუალებას იძლევა“, - ამის შესახებ აშშ-ი...

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო

1791577329

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკება დავასრულე - რუსეთი ამერიკულ ბაზარს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

„ახლახან დავასრულე მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან. რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზარს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის“, -  ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქ...

ტრამპი პუტინ

1791573743

ახალი ამბები

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა - „რადიშ თორდია - 90“ გაიხსნა. რადიშ თორდია XX საუკ...

რადიშ თორდია

1791570692

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა, ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპელ ხალხში ბრიუსელის მმართველი კლასის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ბრიუსელის ბიუროკრატია დ...

ლევან მაჭავარიანი