ესპანეთის პრემიერი კორონავირუსის ჩვეულებრივ გრიპად აღიარებას ითხოვს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ გეგმავს ევროპელ კანონმდებლებს მიმართოს თხოვნით კორონავირუსი აღქმული იქნეს, როგორც უფრო მეტად „ენდემური დაავადება“, როგორიც მაგალითად გრიპია.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, სანჩესმა ესპანურ რადიოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ პანდემიის საწყის პერიოდთან შედარებით კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებლებთან შეფარდებით სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. მანვე აღნიშნა, რომ პანდემიამ უკვე მიაღწია იმ დონეს, როდესაც ამ დაავადების ევოლუცია შესაძლოა შეფასდეს სხვადასხვა პარამეტრებით. მისივე თქმით, ეს იქნება ეტაპობრივი და ფრთხილი პროცესი, თუმცა დროა, რომ ამაზე დისკუსია დაიწყოს.

პედრო სანჩესმა ასევე დაადასტურა, რომ ესპანეთის ჯანდაცვის უწყება მუშაობს შემთხვევების მონიტორინგის ახალ სისტემაზე, რომლის მიხედვითაც კოვიდ-ინფიცირების თითოეული შემთხვევის აღრიცხვა აღარ იქნება საჭირო, და ყველა მოქალაქის გატესტვა, რომელსაც ექნება სიმპტომები, აღარ იქნება აუცილებელი.

ცნობისთვის, 10 იანვარს ესპანეთში ინფიცირების 97 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 68 ადამიანი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵შოკის მომგვრელი კადრები - დედამ ახალშობილი ნაგავსაყრელში ჩააგდო (ვიდეო ) შემთხვევა მექსიკაში მოხდა

🔵შენ შეიძლება, უპრობლემოდ გადაიტანო კოვიდ - 19, მაგრამ სხვისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს - გოგა ჩანადირი

🔵3-დან 9 იანვრამდე პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით 15 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795592243

ახალი ამბები

ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

გავრცელებული ცნობით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.  ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ახალგაზრდა კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო. ის და...

ფონიჭალა

1795591048

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ნაცებს“ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს

„კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს. საზოგადოება თავისი თვალით უყურებს იმ უტიფრობას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აჩვენებენ“, - ამის შესახე...

ლევან მაჭავარიანი

1795590552

მსოფლიო

2025 წელს 200 000 ქალი გერმანიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა

2025 წელს გერმანიაში დაახლოებით 200 000 ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ქალების და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის რაოდენობა პრაქტიკულად ყველა კატეგორიაში გაიზარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუ...

 ძალადობა

1795589831

ახალი ამბები

სამი წლის თაია, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ბარაბაძემ განაცხადა.   მისი თქმით, მრ...

სამი წლის თაია

1795588758

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო...

ნარკოტიკ