გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი გადადგა - მიზეზი უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გახდა

გერმანიის საზღაო ძალების სარდალი, ვიცეადმირალი კაია-ახიმ შენბახი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც საჯაროდ თქვა, რომ უკრაინამ ყირიმი საბოლოოდ დაკარგა და პუტინი პატივისცემას იმსახურებს.

ინფორმაციას ამის შესახებ, dw.com ავრცელებს.

შენბახმა ასევე ისაუბრა საქართველოზეც და აღნიშნა, რომ NATO-ში მისი გაწევრიანება ჭკვიანური არ არის.

"მე ვთხოვე თავდაცვის მინისტრ ქრისტინე ლამბრეხტს, დაუყოვნებლივ გავეთავისუფლებინე ჩემი მოვალეობებისგან". – განმარტა ვიცეადმირალმა კეი-ახიმ შონბახმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან.

ინდოეთში გამართულ კონფერენციზე კაია-ახიმ შენბახმა თქვა, რომ უკრაინა ვერ აკმაყოფილებს NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს, რადგან ოკუპირებულია, ხოლო ალიანსში საქართველოს გაწევრიანება, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ჭკვიანური არ არის. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უნდა მიიღოს ის პატივისცემა, რომელსაც ითხოვს, უკრაინა კი ყირიმს ვეღარ დაიბრუნებს.

გერმანიის მთავრობამ უკვე აღნიშნა, რომ ემიჯნება კაია-ახიმ შენბახის განცხადებას უკრაინასა და საქართველოზე. გერმანიის საზღვაო ძალების ვიცეადმირალმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბოდიში მოიხადა მისი სიტყვების გამო და აღნიშნა, რომ განცხადებები მისი პირადი აზრია და კავშირი არ აქვს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პოზიციასთან.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵უკრაინის მხარდასაჭერად, თბილისში აქცია გაიმართება

🔵"ქალი მეუბნება, დედაშენმა კიევიდან ჩამოგიყვანაო" - ბაია დვალიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794421665

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...

არჩილ გორდულაძე

1794418145

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს

„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...

გიორგი კახიანი

1794417130

ახალი ამბები

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...

ყვითელი ლენტი

1794415878

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო

„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...

მიხეილ ყაველაშვილი

1794413989

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი

„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...

თორნიკე ჭეიშვილი