პაციენტს ღორის გული გადაუნერგეს - უპრეცენდენტო ექსპერიმენტი სამედიცინო ისტორიაში

მედიცინაში პირველად, ექიმებმა ღორის გული გადაუნერგეს პაციენტს, რომელიც სასიკვდილოდ იყო განწირული. მისი  სიცოცხლის გადასარჩენად მერილენდის საავადმყოფომ ორშაბათს, ქსარისკო ექსპერიმენტს მიმართა, თუმცა ოპერაციიდან  სამი დღის შემდეგ, პაციენტი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს.

ექიმები დასკვნის გაკეთებას არ ჩქარობენ და ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია იმის მტკიცება, ბოლომდე შედეგიანი იქნება თუ არა ოპერაცია.

მათივე თქმით,  ეს არის შედეგი ათწლეულების მანძილზე ცხოველის ორგანოების სიცოცხლის გადასარჩენად გამოყენებაში მიმდინარე სამუშაოების გზაზე. მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმების თქმით, ტრანსპლანტაციამ აჩვენა, რომ გენმოდიფიცირებული ცხოველის გულს შეუძლია ადამიანის სხეულში ფუნქციონირება.

ექსპერიმენტის წარმატების გარანტიები, რომ არ არსებობდა, დევიდ ბენეტმა, 57 წლის მერილენდელმა ხელოსანმა, იცოდა.

„ის კვდებოდა, არ ექვემდებარებოდა ადამიანის გულის გადანერგვას და სხვა გზა არ ჰქონდა“,- განუცხადა მისმა შვილმა Associated Press-ს.

„ან უნდა მომვკვდარიყავი, ან ეს გადანერგვა გამეკეთებინა. მე მინდა ცხოვრება. მე ვიცი, რომ ეს არის გასროლა სიბნელეში, მაგრამ ეს ჩემი ბოლო არჩევანია“, - თქვა ბენეტმა ოპერაციამდე ერთი დღით ადრე.

ორშაბათს, ბენეტი დამოუკიდებლად სუნთქავდა, სანამ ჯერ კიდევ იყო დაკავშირებული გულ-ფილტვის აპარატთან, რათა ახალ გულს დახმარებოდა.

ექიმების თქმით, მომდევნო რამდენიმე კვირა კრიტიკული იქნება, რადგან ბენეტმა ოპერაციის შემდეგ ძალები უნდა აღიდგინოს. ექიმები ამბობენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან, როგორ მუშაობს მისი გული.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵შესაძლოა დღიურად 60 000-მდე შემთხვევა იყოს თებერვალში - ამირან გამყრელიძის საგანგაშო პროგნოზი

🔵მშობიარობა ღია ცის ქვეშ, ზამთრის თოვაში და გაშვილებული გოგონა - იტალიაში მყოფი ექიმის მონათხრობი

🔵რომ ამბობენ, ვაქცინები ღმერთის საწინააღმდეგოაო, ტყუილია. ანტივაქსერები ჩვეულებრივი მეხუთე კოლონაა - გიორგი ფხაკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791656831

საზოგადოება

გიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...

გიორგი პატარიძე

1791654989

ახალი ამბები

თბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია

თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლიკვიდირებულია

1791654431

საზოგადოება

რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...

გიორგი პატარიძე

1791653970

საზოგადოება

პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...

პაატა სალია

1791653374

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

დონალდ ტრამპი