ირაკლი ზარქუა: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი სასამართლო რეფორმირებულია და განვითარების სწორ გზაზე დგას
„კიდევ ერთი დასტური, რომ ქართული მართლმსაჯულება მაღალი სტანდარტით მუშაობს“ - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დაუშვებლად გამოაცხადა ყველა ის საჩივარი, რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე იყო შეტანილი.
სტრასბურგი იზიარებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მტკიცებულებებით გამყარებულ სამართლებრივ პოზიციას და უარს აცხადებს, მიიღოს საჩივრები საქმეებზე სახელწოდებით: „ფირცხალავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და ასევე, „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.
მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში მათი საქმეების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო მიკერძოებული.
გადაწყვეტილებაში, სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიმოიხილა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმები. მათ შორის: მოსამართლეთა უვადო დანიშვნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, მოსამართლეთა შერჩევისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურები.
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართული სასამართლო რეფორმირებულია და განვითარების სწორ გზაზე დგას.
„სარჩელი, რომელიც რობაქიძის თემას უკავშირდებოდა, საერთოდ განხილვაშიც კი არ მიიღო. ყველა გახმაურებული თემა, რომელიც თავის დროზე „რუსთავი 2-ს“, ნიკა გვარამიას, სააკაშვილს ეხებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემამ მიიღო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი სასამართლო რეფორმირებულია, ჩვენი სასამართლო განვითარების სწორ გზაზე დგას. ბუნებრივია, არის გამოწვევები და ამ გამოწვევებთან დაკავშირებითაც ყოველთვის იქნება რეფორმა. ასე რომ, კიდევ ერთხელ მისასალმებელია, რომ ერთი ერთში იმეორებს სტრასბურგი იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს სასამართლო იღებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
1764315202
ახალი ამბებიკახა კალაძე: ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრება ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრების განკარგულების მიღება ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ გ...
1764314099
ახალი ამბებიკახა კალაძე: ბოლო ერთი წლის მანძილზე დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული და დამოუკიდებელი გავხდით, - ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა საქართველოში ბოლო ერთ წელს მიმდინა...
1764313828
ახალი ამბებიექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა
ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროში, შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო დაწესებულებების...
1764312685
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. აღნიშნულის შესახებ შსს იუწყება....
1764312398
ახალი ამბებისამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალა...































