ევროპარლამენტმა ევროკავშირში მესამე ქვეყნების ლობირების გამჭვირვალობასა და შესაბამისი რეესტრის შექმნის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც ევროკავშირში მესამე ქვეყნების ლობირებას უფრო გამჭვირვალეს გახდის. ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ კანონს მხარი 392 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი 88 იყო, თავი კი 133-მა შეიკავა.

ახალი წესების მიხედვით, თითოეული ქვეყანა შექმნის ლობისტების რეესტრს, რომელსაც დამოუკიდებელი ორგანო მართავს და უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტეს. რეესტრებს ერთმანეთთან ერთიანი პორტალი დაუკავშირებს.

კანონი მიზნად ისახავს მხოლოდ იმ ორგანიზაციების რეგისტრაციას, რომლებიც კონკრეტულად ფულის სანაცვლოდ ცდილობენ უცხო ქვეყნის ინტერესების წარმოდგენას ევროკავშირში, მაგრამ არა ჟურნალისტებს, ადვოკატებს, აკადემიკოსებს თუ ჩვეულებრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს.

ცვლილება ეხება ლობისტურ საქმიანობას, რომლისთვისაც იღებენ ფულს ან სხვა ანაზღაურებას და ცდილობენ, გავლენა იქონიონ ევროკავშირის პოლიტიკაზე, კანონებზე ან გადაწყვეტილებებზე. ასეთ საქმიანობად ითვლება, მაგალითად, შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება, საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობა, საინფორმაციო კამპანიების წარმართვა (მათ შორის ბლოგერების და ინფლუენსერების ჩართულობით).

ამასთან, თუ სამოქალაქო ორგანიზაცია იღებს გრანტს სხვა ქვეყნიდან, მაგრამ ეს გრანტი ლობირებას არ უკავშირდება (მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა და ა.შ.), მაშინ ეს არ განიხილება ანაზღაურებად და ორგანიზაციას ლობისტთა სიაში რეგისტრაცია არ მოეთხოვება.

კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ რეგისტრაცია ლობისტების მიმართ უნდობლობას არ უნდა იწვევდეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764315202

ახალი ამბები

კახა კალაძე: ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრება ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრების განკარგულების მიღება ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ გ...

კახა კალაძე

1764314099

ახალი ამბები

კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის მანძილზე დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული და დამოუკიდებელი გავხდით, - ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა საქართველოში ბოლო ერთ წელს მიმდინა...

კახა კალაძე

1764313828

ახალი ამბები

ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროში, შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო დაწესებულებების...

ექთნებისა და მეან-ექთნები

1764312685

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. აღნიშნულის შესახებ შსს იუწყება....

მიგრაციის დეპარტამენტი

1764312398

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალა...

 ფსიქოტროპული ნივთიერება