პრემიერი: ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

პრემიერის თქმით, აპრილში შეიკრიბნენ ბაკურიანში და დაგეგმეს რევოლუცია იმაზე დაყრდნობით, რომ ივნისში არ მიენიჭებოდა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.

„საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ოპოზიცია მუშაობს ევროპელებთან ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებაზე. მინდა, მოკლედ გავიხსენო ქრონოლოგიურად, რა იყო ოპოზიციის როლი და ევროკავშირი რას აკეთებდა 2022 წლიდან მოყოლებული. 2022 წელს დაიწყო აქტიურად ევროინტეგრაციის პროცესი, კანდიდატის სტატუსი და ა.შ. წარმოვიდგინოთ უბრალოდ სხვანაირი სცენარი - ჩვენ გადავწყვიტეთ 2022 წლის მარტის დასაწყისში კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანა, ჩაერთო მთელი სახელმწიფო სამსახური, უამრავი ადამიანი, დავწერეთ 5 000 გვერდიანი დოკუმენტი, გავაგზავნეთ ევროკავშირში და უკვე ვთქვით, რომ კომისიის შეფასებით, ჩვენ ვუსწრებდით სხვა პრეტენდენტ ქვეყნებს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ივნისში ევროკავშირმა მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ანუ მოიქცა სამართლიანად. NGO-ები გამოდიოდნენ და ჩვენ უნდა დავწეროთო, სრულ აბსურდს ამბობდნენ. რაც ყველა ქვეყანაში იწერებოდა ხელისუფლების მიერ, იმაზე NGO-ები გამოვიდნენ და ამაში ოპოზიცია უჭერდა მხარს, აცხადებდნენ, რომ NGO-ებს უნდა დაეწერათ განაცხადი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ასეთი აბსურდი იყო. ევროკავშირიდან დაფინანსებული NGO-ები, ანუ თავისი თავისთვის უნდა დაეწერათ განაცხადი. ევროკავშირის დაფინანსებულ NGO-ებს და ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციიდან დაფინანსებულ NGO-ებს თავისი თავისთვის უნდა დაეწერათ. ასეთ აბსურდში ვიყავით და ოპოზიცია მხარს უბამდა - კი NGO-ებმა უნდა დაწერონ ეს განაცხადიო. გავიტანეთ ეს ყველაფერი, დავწერეთ განაცხადი. წარმოიდგინეთ, რომ ევროკავშირმა ივნისში მოგვცა კანდიდატის სტატუსი, ხომ ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა პროცესები. ჩვენ გავაგრძელებდით ჩვენს სვლას, მერე იქნებოდა ეს პუნქტები. არ მოგვცეს, ამ პირობებში გაგვიზიარეს ეს პუნქტები, თავიდან იყო 12 პუნქტი, მერე იყო - 9. ოპოზიცია მანამდეც, მარტიდან ივნისამდე გამუდმებით აცხადებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. კონკრეტული NGO-შნიკი, ევროპიდან დაფინანსებული ისიც და სოროსის ფონდიდან დაფინანსებული, აცხადებდა, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. არავის არც კი გაუკრიტიკებია. ამბობდნენ, ჩვენი ოცნებაა კანდიდატის სტატუსიო და კაცი არ გააკრიტიკეს, რომელიც ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მინიჭებოდა საქართველოს. ეს რას ნიშნავს, რომ ყველა იზიარებდა ამას. ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. აპრილში შეიკრიბნენ ბაკურიანში და დაგეგმეს რევოლუცია იმაზე დაყრდნობით, რომ ივნისში არ მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წელიწად ნახევარი რადიკალური ოპოზიცია ერთხმად ლაპარაკობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.

„მთელი როლი რადიკალური ოპოზიციის და NGO-ების, რის წინააღმდეგაც მივიღეთ შემდეგ რეალურად გამჭვირვალობის კანონი, მათი საბოტაჟის და უბედურების წინააღმდეგ, ყველა მათგანი მუშაობდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მოგვცეს 12 პუნქტი. კი ბატონო, ვთქვით, რომ ვასრულებთ 12 პუნქტს და არა მარტო ვთქვით, შევქმენით სამუშაო ჯგუფები პარლამენტში, კონკრეტულ ჯგუფს პირადად პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, შალვა პაპუაშვილი, გადანაწილებული იყო ეს ყველაფერი. გადაინაწილეს როლები რადიკალურ ოპოზიციაში, 2 თუ 3 პარტია შემოვიდა ჯგუფებში, 2-3 პარტია არ შემოვიდა, ვინც იყო პარლამენტში. 8 პარტიიდან ნახევარი შემოვიდა, ნახევარი - არა, ზუსტად არ მახსოვს. იქაც საბოტაჟი, წელიწად ნახევარი რადიკალური ოპოზიცია ერთხმად ლაპარაკობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ეს ხდებოდა 2023 წლის დეკემბრამდე და რომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, იმის მერეც ამას ამბობდნენ. გახხსოვთ მესიჯები, რომ ხალხს მიანიჭეს და ა.შ. ასეთ რამ არ ხდება, თუ ხელისუფლება განაცხადს არ აკეთებს, ვინ მოგანიჭებს კანდიდატის სტატუსს. შეიძლება მოსახლეობას ყაზახეთშიც უნდა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ხელისუფლება თუ არ წარადგენს, ხელისუფლებას ენიჭება კანდიდატის სტატუსი ნებისმიერ ქვეყანაში. რამხელა მანიპულაცია და სპეკულაცია იყო, აქედან ჩანს. წელიწადნახევარი რადიკალური ოპოზიცია, ყველა ეს პარტია მუშაობდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, დეკემბერში მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. დაიწყო ახალი ეტაპი, მოლაპარაკების გახსნის ეტაპი.

ერთი წელიწადი მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ საქართველო არ იმსახურებდა მოლაპარაკებების გახსნას, მაშინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ყველა პარტია, ყველა აცხადებდა. ოცნება თუა შენი კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების გახსნა და ევროინტეგრაცია, როგორ შეიძლება, ამდენი ხანი, 3 წელი გამუდმებით საუბრობდე იმაზე, რომ არ უნდა მოგენიჭოს, არ უნდა მოგეცეს. ეს ხომ ფაქტებია. როგორ შეიძლება სამუშაო ჯგუფებს საბოტაჟს უცხადებდე. რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა. ასე გავატარეთ 3 წელი. მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის.

წარმოიდგინეთ სხვა სცენარი, თეორიულად ისევ - მოგვანიჭეს ივნისში რაც გვეკუთვნოდა, კანდიდატის სტატუსი, ქართველ ხალხს რომ ეკუთვნოდა და ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს. გრძელდება ეს პუნქტები ხომ, ვმუშაობთ პუნქტებზე. ხომ აბსოლუტურად, კითხვისნიშნის ქვეშ არავითარი ფორმით არ დადგებოდა ევროინტეგრაციის საკითხი და საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპული ბიუროკრატიის ურთიერთობის შინაარსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784027265

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია

1784025534

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება

„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...

ლევან მაჭავარიანი

1784025434

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...

რატი იონათამიშვილი:

1784024628

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა

ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...

არჩილ გორდულაძე

1784021760

ახალი ამბები

კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ

„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...

კახა კალაძე