დავით ქართველიშვილი: ხელისუფლებამ საგარეო შანტაჟს მკაფიო განაჩენი გამოუტანა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, რომელიც არ გადაიხედება და ახლა საშინაო შანტაჟის დასრულების დროა, ეს არის ჩვენი სამშობლოს დაკვეთა
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ევროპული დღის წესრიგის და ოპოზიციის პოზიციების შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულმა შიდა და საგარეო ზეწოლამ საბოლოოდ ჩიხში შეიყვანა ისინი, ვინც „ქვეყნის ეროვნულ ღირსებას და ტრადიციულ ფასეულობებს ებრძვის“.
ქართველიშვილის შეფასებით, წლისთავი აქვთ - ხელისუფლებაზე გადაბრალების: „რატომ შეაჩერეთ ლგბტ-პერსპექტივები ამ ქვეყანაშიო“ და დღემდე, მორცხვად და ჯიუტად არ აჟღერებენ, რომ ბრიუსელის კულუარებში ამ პროცესის შეჩერებაზე თვეებით ადრე თავად მიიღეს გადაწყვეტილება.
„დღეს წლისთავი აქვთ - კომაში Ჩავარდნილი პაციენტი პერიოდულად ნეკა თითის ოდნავი მოძრაობით, ნუგეშს რომ იძლევა: „ჯერ არ გამთიშოთ აპარატიდან“. წლისთავი აქვთ - ხელისუფლებაზე გადაბრალების: „რატომ შეაჩერეთ ლგბტ-პერსპექტივები ამ ქვეყანაშიო“ - და დღემდე, მორცხვად და ჯიუტად არ აჟღერებენ, რომ ბრიუსელის კულუარებში ამ პროცესის შეჩერებაზე თვეებით ადრე თავად მიიღეს გადაწყვეტილება.
სინამდვილეში კი, ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა მათეს სახარების შთაგონების რეინკარნირებული კონსტატაცია: „არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება“. დიახ - საქართველომ ახალი ევროპული ტიკების მოლოდინის რეჟიმი Ჩართო - ვის გვაქვს დასაქცევი ღვინო. ამას არ გვპატიობს დაძმარებული „ოპოზიცია“.
დღესაც ალბათ ბოლო სანახაობა გველის - სექტანტების აპარატზე ჯერ კიდევ მიერთების გამართლების მიზნით. ეშმაკებზე ჯვრის გადასახვის, ნაკურთხი წყლის სხურების, საცეცხლურის კმევის ტოლფასი ეფექტით და დასასრულიᲗ. ხელისუფლების მხრიდან ქართველობის, სახელმწიფოებრიობის, ერისა და ბერის ღირსების დაცვის დეკლარირებულმა შარშანდელმა განაცხადმა - მორიგი პოლიტიკური შიზოფრენიის რეციდივი რომ გამოიწვია უსამშობლოთა რიგებში.
ალბათ სრულდება მათი „მედიკამენტოზური“ კურნების უშედეგო მცდელობა - ხვეწნა/მუდარა ქვეყნის მმართველობით რგოლებში მონაწილეობის მიღების თაობაზე. აზრს კარგავს „ქირურგიული“ ჩარევაც. მხოლოდ „ეფტანაზია“ და აპარატიდან გათიშვა მათ დღევანდელ ალბათ უკვე ბოლო მცდელობაზე - მარიონეტების ჯანყის მორიგი „კარდებალეტი“ კვლავ ქუჩაში გადაიტანონ.
ენჯეო და მედია-მილიონერთა კასტა მოუწოდებს მოსახლეობას, მათი ლგბტ კეთილდღეობის დასაცავად ამ ქვეყანაში „ქვა ქვაზე“ არ დატოვონ. სახელმწიფოს მხრიდან, როგორც „პროზექტურის სანიტრებს“, ამ ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების დანიშნულების ადგილამდე მიყვანის მორიგი ჟამი დგება.
ამ აგონიის დასასრულებლად, ერის და ბერის ჯანსაღი ნაწილი სრულ მობილიზაციაშია - ან ახლა, ან არასოდეს. ხელისუფლებამ საგარეო შანტაჟს მკაფიო განაჩენი გამოუტანა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ - რომელიც არ გადაიხედება. დღეს უკვე საშინაო შანტაჟის დასასრულის ჯერია - ეს არის ჩვენი სამშობლოს დაკვეთა. ვისაც არ სურს საქართველოში ქართული ტრადიციების თანახმად ქართველობის დაცვა - უნდა განიკვეთოს გაჯანსაღების გზაზე მყოფი ჩვენი ორგანიზმიდან“, - წერს ქართველიშვილი.
1764313828
ახალი ამბებიექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა
ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროში, შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო დაწესებულებების...
1764312685
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. აღნიშნულის შესახებ შსს იუწყება....
1764312398
ახალი ამბებისამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალა...
1764311714
მსოფლიოაშშ 19 ქვეყნიდან მიღებული მიგრანტების გრინ-ქარდებს გადაამოწმებს
შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ხელმძღვანელმა ჯოზეფ ედლოუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის უწყებას დაავალა, ჩაატაროს „სრულმასშტაბიანი და საფუძვლიანი ხე...
1764311070
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 28 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
28 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც მზიანი დღ...































