არჩილ გორდულაძე: ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის, ფასებს - ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები, თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ
ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის ფასებს. ვნახეთ, როგორი ისტერია დაიმართეს ნაცებმა, როგორ თუ ფასებზე შეხება გაბედეთ, ამით ბიზნესს უტევთო. ნაცები რომ ბიზნესზე შეტევას სხვას აბრალებენ, ეს ცალკე სერიაა, - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ოპოზიციის რეაქციაზე მეტად, საინტერესოა ის, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელები "ნაცკლასტერის" აქტივისტები არიან და "დღეს დიდი ენთუზიაზმით აორგანიზებდნენ პრემიერის საწინააღმდეგო განცხადებებს". ასევე, გორდულძე აღნიშნავს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ", სისხლის სამართლის კოდექსში არსებული 195-ე მუხლი გააუქმა, რაც მონოპოლიურ საქმიანობასა და კონკურენციის შეზღუდვაზე სასჯელს ითვალისწინებდა.
„ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის ფასებს. ვნახეთ, როგორი ისტერია დაიმართეს ნაცებმა, როგორ თუ ფასებზე შეხება გაბედეთ, ამით ბიზნესს უტევთო. ნაცები რომ ბიზნესზე შეტევას სხვას აბრალებენ, ეს ცალკე სერიაა, მაგრამ უფრო მთავარი სხვა რამ არის:კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით ორი ძალიან საინტერესო ამბავი: 1. დისტრიბუტორთა ასოციაციის მოქმედი ხელძღვანელები ნაცკლასტერის ჩვეულებრივი აქტივისტები არიან და დღეს დიდი ენთუზიაზმით აორგანიზებდნენ პრემიერის საწინააღმდეგო განცხადებებს. 2. რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, ნაცმოძრაობის მმართველობის დროს სისხლის სამართლის კოდექსში საერთოდ გაუქმდა 195-ე მუხლი - რომელიც ასე გამოიყურებოდა: მუხლი 195. მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა1. მონოპოლიური საქმიანობა მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესებით, აგრეთვე კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის დაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტის ბაზრიდან გამოდევნის ან ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის ან შენარჩუნების გზით, —ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.2. იგივე ქმედება, ჩადენილი:ა) ჯგუფურად;ბ) არაერთგზის, —ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აგრეთვე სხვისი ნივთის დაზიანებით ან განადგურებით ან ასეთი დაზიანების ან განადგურების მუქარით, თუ არ არსებობს გამოძალვის ნიშნები, —ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე და ჯარიმით.ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები იმის ნაცვლად, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამ საშინელი მემკვიდრეობის აღმოფხვრაზე ეზრუნათ, თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ და აგენტებს ნაცების საწინააღმდეგოდ კი არა, მათი და ნაცების საერთო ბიზნესების და შესაბამისი პიარდაზღვევების დალაგებაზე ზრუნავდნენ! ზუსტად ამიტომ არის, რომ ხაბეიშვილი ერთადერთი აგენტია, რომელიც ირაკლი კობახიძემ ბოლომდე გაშიფრა და მამუკა მდინარაძემ დაიჭირა! რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, რომელზეც ზუსტად აგენტობის გამო ფიქრობდა, რომ შერჩებოდა!..დასკვნები საზოგადოებისთვის მიმინდია!.." - წერს არჩილ გორდულაძე.
1766593928
ახალი ამბებიპრემიერი: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება
აქტიურად ვმუშაობთ რკინიგზის საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციაზე არსებული ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრასა და სერვისების გაციფრულებაზე, რის შედეგადაც, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუ...
1766593694
ახალი ამბებითბილისის საქალაქო სასამართლო გრიგოლ ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დახურულ რეჟიმში მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისთვის გრიგოლ ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დახურულ რეჟიმში მსჯელობს. გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების...
1766590942
ახალი ამბებირევაზ კარანაძე: მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში
„ძალიან მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ მოსახლეობას და კონკრეტულად მშრომელ ხალხს ყოველდღიურობაში არ გვაქვს“, - წერს პო...
1766588255
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე: ოპოზიცია სპეკულირებს, რომ მისი დაკავება არის შიდა კლანური დაპირისპირება და ეს რომ კლანური დაპირისპირება იყოს, ჩვენ გარეთ არ გამოვიტანდით, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“
ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ტოპ 3 ქვეყნების რიცხვში კორუფციის სიმცირის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქა...
1766584836
ახალი ამბებინათია თურნავამ ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენცია 2025-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვ...































