თბილისის საქალაქო სასამართლო გრიგოლ ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დახურულ რეჟიმში მსჯელობს

 თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისთვის გრიგოლ ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დახურულ რეჟიმში მსჯელობს.

გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეს განიხილავს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი, თავად გრიგოლ ლილუაშვილი სხდომას არ ესწრება.

პროცესის დაწყებამდე ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადება წაიკითხა, რომელშიც ლილუაშვილი დაუსწრებლობის მიზეზს განმარტავს.

„ᲩᲔᲛ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ ᲓᲐᲬᲧᲔᲑᲣᲚᲘᲐ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲓᲔᲕᲜᲐ. ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲐᲓᲐᲪ ᲕᲘᲪᲘ, ᲓᲦᲔᲡ ᲑᲠᲐᲚᲓᲔᲑᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲔ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲐᲕᲡ ᲐᲦᲙᲕᲔᲗᲘᲡ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲤᲐᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲝᲑᲐᲖᲔ. ᲛᲘᲛᲐᲩᲜᲘᲐ, ᲠᲝᲛ 24 ᲡᲐᲐᲗᲨᲘ ᲤᲘᲖᲘᲙᲣᲠᲐᲓ ᲕᲔᲠ ᲨᲔᲕᲫᲚᲔᲑ ᲡᲐᲥᲛᲘᲡ ᲛᲐᲡᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲪᲜᲝᲑᲐᲡ. ᲒᲐᲛᲝᲕᲮᲐᲢᲐᲕ ᲞᲐᲢᲘᲕᲘᲡᲪᲔᲛᲐᲡ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲡᲐᲥᲛᲘᲡ ᲛᲐᲡᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲪᲜᲝᲑᲐᲛᲓᲔ, ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲘ ᲐᲠ ᲛᲐᲥᲕᲡ, ᲓᲐᲕᲔᲡᲬᲠᲝ. ᲩᲔᲛᲡ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲡ ᲓᲐᲘᲪᲐᲕᲡ ᲩᲔᲛᲘ ᲐᲓᲕᲝᲙᲐᲢᲘ“, – ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲣᲚᲘᲐ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐᲨᲘ.
ამასთან, ბრალდების მხარემ სხდომის დახურვა მოითხოვა. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ბრალდებულის წინააღმდეგ არსებობს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები.

„დაკითხული არიან მოწმეები. მოწმეთა სახელები, გვარები და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია რომ არ გახმაურდეს, რომ არ შეექმნათ მათ საფრთხე, ამიტომ მოითხოვა პროკურატურამ სხდომის დახურვა“, - აღნიშნა პროკურორმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი გუშინ, 23 დეკემბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766584802

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვატყობთ, რომ რაც ბატონმა დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური კაბინეტი, აბსოლუტურად სრული თანხვედრაა ჩვენს პოზიციებში

ვატყობთ, რომ რაც ბატონმა დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური კაბინეტი, აბსოლუტურად სრული თანხვედრაა ჩვენს პოზიციებში. არა მხოლოდ ევრობიუროკრატებთან მიმართებაში - ღირებულებების ნაწილში, ომთან დაკავშირებით,...

ლევან მაჭავარიანი

1766584112

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი სურსათზე ფასების შემცირებაზე: პარლამენტი ძალიან აქტიურად იმუშავებს და შემდეგი წლის პირველივე ნახევარში ჩვენ შევძლებთ, რომ რასაც პრემიერი დაჰპირდა ჩვენს მოქალაქეებს, ეს ყველაფერი შესრულებული იყოს

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. რა შეპირებაც მისცა პრემიერმა მოქალაქეებს ყველაფერი 100%-ით სრულდება“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ...

ლევან მაჭავარიანი

1766583866

ახალი ამბები

აშშ-ის მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინი...

აშშ-ის მთავრობა საქართველო

1766581881

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურ...

ლარი გამყარდა

1766581470

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი: ხელისუფლების პოლიტიკა მკაფიოა და ორიენტირებულია მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ქვეყნის განვითარებაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, წლის შემაჯამებელი მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე სულხან თამაზაშვილმა მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაფასა...

სულხან თამაზაშვილი