ნათია თურნავამ ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენცია 2025-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში“.
პანელური დისკუსიის ფარგლებში ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატების ჩართულობას, რისთვისაც სების პრეზიდენტმა მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ცენტრალურ ბანკებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. მისივე თქმით, გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა მოითხოვს უკეთეს თანამშრომლობას საფინანსო სექტორებს შორის და ამ მხრივ, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ახალი ფინანსური პროდუქტების დანერგვის კუთხით.
დისკუსიის ფარგლებში ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში მაღალი მდგრადობა აჩვენა გლობალური შოკებისა და გაურკვევლობის პირობებში, რასაც ადასტურებს ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიზნობრივ დონეზე დაბალი მაჩვენებელი, ფასების სტაბილურობა და ფინანსური სექტორის ჯანსაღი მდგომარეობა.
„როდესაც ვსაუბრობთ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, უნდა ვიცოდეთ რომ საქართველო ერთ-ერთი ძალიან იშვიათი მაგალითია გაცილებით უფრო განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ერთდროულადაა მაღალი ეკონომიკა და დაბალი ინფლაცია. ეს ძალიან იშვიათი შეხამებაა. ჩვენთან მაღალი ზრდაა და დაბალი ინფლაციაა იმის გამო, რომ პროდუქტიული დარგები ვითარდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სების პრეზიდენტის თქმით, ინფლაციის კონტროლი და მონეტარული პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით დადებით შეფასებებშიც აისახა და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ საერთაშორისო ნდობას აძლიერებს.
ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მათი მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც ეკონომიკური შოკების მიმართ ქვეყნის მდგრადობას ზრდის და საინვესტიციო გარემოს დამატებით ამყარებს.
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველო მედეგია, ეკონომიკამ გაუძლო შოკებს და ზოგადად პოტენციურადაც გაუძლებს შოკებს და იჩენს მედეგობას მიუხედავად გეოპოლიტიკური ვითარებისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები. ეს არის ჩვენი ბუფერი, რომლითაც ჩვენ ვპასუხობთ გამოწვევებს“, - დასძინა ნათია თურნავამ.
1766581470
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: ხელისუფლების პოლიტიკა მკაფიოა და ორიენტირებულია მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ქვეყნის განვითარებაზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, წლის შემაჯამებელი მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე სულხან თამაზაშვილმა მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაფასა...
1766522465
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როდესაც ნინო ლომჯარიას მსგავსად, რეპუტაციადაზიანებული ადამიანები არიან ამგვარი კამპანიების სათავეში, რა თქმა უნდა, თავიდანვე ცხადია, თუ რასთან გვაქვს საქმე
როდესაც ენჯეოებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ქალბატონ ლომჯარიაზე, ის როდესაც სახალხო დამცველი იყო, მან სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ყალბი ანგარიში მოამზადა და პირდაპირ მისთვის სასჯელის გადავადებას მ...
1766521549
ახალი ამბებიპაპუაშვილი: NGO სისტემამ მოგვიტანა ის, რომ საზოგადოება ჯერ დავიწროვდა „სამოქალაქო საზოგადოებამდე“, შემდეგ NGO-ებამდე, შემდეგ ითქვა, რომ NGO-ები წარმოადგენს მთელ საზოგადოებას, რომელიც დღემდე უარს ამბობს საკუთარი დაფინანსების გასაჯაროებაზე
ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიებს თავს მოახვია. რატომ არის ეს ბოროტება? ვინაიდან საბოლოო ჯამში, გაცხადდა - ენჯეოსისტემის, ენჯეოკრატიის მიზანი...
1766520223
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას, ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „აქტუალური თემა“ TBC ბანკისა და ოპოზიციონერი აქტივისტის, ნანა დიხამინჯიას თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომელიც გ...
1766519430
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა ნიშნავს, რომ ხელი ნურავის წაუცდება იმ სიბინძურისკენ, მანკიერებისკენ, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო, თავმოყვარე ხელისუფალი ძალიან მკაცრად უდგება
ვერც ერთი თანამდებობა, მათ შორის პოლიტიკური, ვერ იქნება ინდულგენცია, გამოყენებული დანაშაულის დასაფარად და დანაშაულებისგან გასათავისფლებლად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტ...































