მარიამ ქვრივიშვილი: რკინიგზა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი საყრდენია, რომლის განვითარება ხელისუფლების განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებული ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად. სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ქვეყნის სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების პროცესში.

„2025 წელი ჩვენი ქვეყნისთვის წინააღმდეგობებით აღსავსე და გარდამტეხი აღმოჩნდა, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის არაერთ სფეროში რეფორმის სრულიად ახალი და ღრმა პროცესი წამოვიწყეთ. ეს შეეხო საწარმოთა ოპტიმიზაციას, მიმდინარე ვალდებულებების, კონტრაქტების და გეგმების რევიზიას, ხარვეზების აღმოჩენას, აღმოფხვრას, ბევრგან სისტემურ ცვლილებას, ბევრგან კი სუფთა ფურცლიდან პროცესის განახლებას. ერთ-ერთი ასეთი ნიშანდობლივი პროექტია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის პროექტის - საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში აშენებული, რეგიონში ყველაზე მასშტაბური - 8300 მეტრი სიგრძის ორმილიანი გვირაბის შესასვლელთან გაიმართა. საქართველოს რკინიგზამ უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ააშენა - გვირაბები, ხიდები, სადგურები და ქვესადგურები, ჯამში ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის ხელოვნური შენობა/ნაგებობა. ასევე დამონტაჟდა უსაფრთხოების და ბლოკირების ახალი სისტემები. სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია განხორციელდა - 1 მილიარდის ლარის ოდენობით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რკინიგზა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი საყრდენია, რომლის განვითარება ხელისუფლების განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ზრდის გამტარუნარიანობას, ამცირებს ქვეყნის გადაკვეთის დროს და აიოლებს გადამზიდავთა საქმეს და საიმედოობას სძენს ჩვენს დერეფანს. შედეგად, საქართველო განაგრძობს იყოს სანდო პარტნიორი და მთავარი დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მოდერნიზაციის პროექტზე საქართველოს რკინიგზის და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის ერთობლივმა გუნდმა იმუშავა, რომელმაც ურთულეს გეოლოგიურ პირობებში უზრუნველყო სამუშაოების ხარისხიანი, თანამედროვე სისტემებით შესრულება. პროექტს ზედამხედველობას ავსტრიულ-გერმანული კონსორციუმი ILF Consulting Engineers და Deutsche Bahn Engineering უწევდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766588255

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე: ოპოზიცია სპეკულირებს, რომ მისი დაკავება არის შიდა კლანური დაპირისპირება და ეს რომ კლანური დაპირისპირება იყოს, ჩვენ გარეთ არ გამოვიტანდით, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“

ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ტოპ 3 ქვეყნების რიცხვში კორუფციის სიმცირის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქა...

ლევან მაჭავარიანი

1766584836

ახალი ამბები

ნათია თურნავამ ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენცია 2025-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვ...

ნათია თურნავა

1766584802

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვატყობთ, რომ რაც ბატონმა დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური კაბინეტი, აბსოლუტურად სრული თანხვედრაა ჩვენს პოზიციებში

ვატყობთ, რომ რაც ბატონმა დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური კაბინეტი, აბსოლუტურად სრული თანხვედრაა ჩვენს პოზიციებში. არა მხოლოდ ევრობიუროკრატებთან მიმართებაში - ღირებულებების ნაწილში, ომთან დაკავშირებით,...

ლევან მაჭავარიანი

1766584112

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი სურსათზე ფასების შემცირებაზე: პარლამენტი ძალიან აქტიურად იმუშავებს და შემდეგი წლის პირველივე ნახევარში ჩვენ შევძლებთ, რომ რასაც პრემიერი დაჰპირდა ჩვენს მოქალაქეებს, ეს ყველაფერი შესრულებული იყოს

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. რა შეპირებაც მისცა პრემიერმა მოქალაქეებს ყველაფერი 100%-ით სრულდება“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ...

ლევან მაჭავარიანი

1766583866

ახალი ამბები

აშშ-ის მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინი...

აშშ-ის მთავრობა საქართველო