მარიამ ქვრივიშვილი: სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 2032 წლამდე 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება

 ჩვენს ქვეყანას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში განვითარების უდიდესი შესაძლებლობა აქვს. სწორედ ჩვენი ამბიციური გეგმების მისაღწევად, სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 2032 წლამდე 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც რკინიგზის შემდგომ განვითარებას 1 მლრდ ლარი მოხმარდება, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის სექტორების შემდგომი განვითარების კუთხით მთავრობის ხედვასა და გეგმებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკვე მომავალი წლიდან დაიწყება რკინიგზის ლოკომოტივების პარკის განახლება და მოძრავი შემადგენლობის გაფართოება. გარდა ამისა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს რკინიგზის საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით, ასევე არსებული ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრასა და სერვისების გაციფრულებაზე.

„შედეგად, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის, თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მგზავრობის დროს 30 წთ-ით შევამცირებთ. 2026 წელი ასევე გამორჩეული იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადაყვანითა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულებით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესი, მშვიდობის პოლიტიკის განუხრელად გატარებასთან ერთად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე გადის.

„ყოველი ინიციატივა, ნებისმიერი ახალი თუ მიმდინარე პროექტი, ემსახურება სწორედ ამ ერთადერთ მიზანს - მივიღოთ უკეთესი, უფრო განვითარებული, უკეთ მცხოვრები, მშვიდობიანი და ერთიანი ქვეყანა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766593928

ახალი ამბები

პრემიერი: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

 აქტიურად ვმუშაობთ რკინიგზის საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციაზე არსებული ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრასა და სერვისების გაციფრულებაზე, რის შედეგადაც, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუ...

 ირაკლი კობახიძე

1766593694

ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლო გრიგოლ ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დახურულ რეჟიმში მსჯელობს

 თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისთვის გრიგოლ ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დახურულ რეჟიმში მსჯელობს. გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების...

გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია

1766590942

ახალი ამბები

რევაზ კარანაძე: მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში

 „ძალიან მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ მოსახლეობას და კონკრეტულად მშრომელ ხალხს ყოველდღიურობაში არ გვაქვს“, - წერს პო...

რევაზ კარანაძე

1766588255

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე: ოპოზიცია სპეკულირებს, რომ მისი დაკავება არის შიდა კლანური დაპირისპირება და ეს რომ კლანური დაპირისპირება იყოს, ჩვენ გარეთ არ გამოვიტანდით, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“

ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ტოპ 3 ქვეყნების რიცხვში კორუფციის სიმცირის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქა...

ლევან მაჭავარიანი

1766584836

ახალი ამბები

ნათია თურნავამ ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენცია 2025-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვ...

ნათია თურნავა