ლევან მაჭავარიანი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე: ოპოზიცია სპეკულირებს, რომ მისი დაკავება არის შიდა კლანური დაპირისპირება და ეს რომ კლანური დაპირისპირება იყოს, ჩვენ გარეთ არ გამოვიტანდით, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“

ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ტოპ 3 ქვეყნების რიცხვში კორუფციის სიმცირის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ კორუფციასთან საბრძოლველად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.

„პირველივე დღიდან ყველა სამთავრობო განკარგულება გახადა გამჭვირვალე, მან შეცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების წესი, ჩამოაყალიბა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც კონკრეტულად კორუფციის აღმოფხვრას და გამოვლენაზე მუშაობს, გაძლიერდა აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გახდა მამუკა მდინარაძე და იცით, რომ სუს-ის ერთ-ერთი ფუნქციაა კორუფციის გამოვლენა და აღმოფხვრა.

ასევე ირაკლი კობახიძის ინიციატივით მივიღეთ ახალი კანონი, რის მიხედვითაც თუ ადამიან ჰგონია, რომ ის კორუფციაზე იქნება ბრალდებული, გადამალავს თანხებს, გამოვა ციხიდან და ისარგებლებს ამ თანხებით, 30 წელი მოუწევს მას და მისი ოჯახის წევრებს დეკლარაციის ჩაბარება, ეს არის სერიოზული პრევენცია.

პრემიერის ინიციატივით შეიქმნა შესყიდვების ცენტრალიზებული სააგენტო და შესყიდვების პროცესი იქნება მთლიანად გაციფრულებული, ბაზრის კვლევა იქნება ასევე გაციფრულებული, ერთ მოდულში მოიყრის თავს აბსოლუტურად ყველა შემსყიდველი და მიმწოდებელი ორგანო, შესაბამისად აქაც ნულამდე დავა გარიგების რისკი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა გრიგოლ ლილუაშვილზე, ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯუანშერ ბურჭულაძეზეც.

მისივე თქმით, ოპოზიცია სპეკულირებს იმაზე, რომ მათი დაკავება არის შიდა კლანური დაპირისპირება.

„ეს რომ კლანური დაპირისპირება იყოს, ჩვენ არაფერს გარეთ არ გამოვიტანდით, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება. ასეთი თემების გარეთ გამოტანა არის პოლიტიკური დარტყმა ჩვენს პარტიაზე და ეს ჩვენი პარტიის რეიტინგზე აისახება. ეს ჩვენი გუნდისთვის არის წამგებიანი, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, შესაბამისად ყველაფერი გამოვა გარეთ, სადაც ამის ნიშნები იქნება.

მნიშვნელობა არ აქვს ვის რა პოზიცია ეკავა, ყველასთან ვიქნებით დაუნდობლები კორუფციაზე, ორგანიზებულ დანაშაულზე და ნარკორეალიზატორებზე“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766583866

ახალი ამბები

აშშ-ის მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინი...

აშშ-ის მთავრობა საქართველო

1766581881

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურ...

ლარი გამყარდა

1766581470

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი: ხელისუფლების პოლიტიკა მკაფიოა და ორიენტირებულია მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ქვეყნის განვითარებაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, წლის შემაჯამებელი მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე სულხან თამაზაშვილმა მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაფასა...

სულხან თამაზაშვილი

1766522465

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ნინო ლომჯარიას მსგავსად, რეპუტაციადაზიანებული ადამიანები არიან ამგვარი კამპანიების სათავეში, რა თქმა უნდა, თავიდანვე ცხადია, თუ რასთან გვაქვს საქმე

როდესაც ენჯეოებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ქალბატონ ლომჯარიაზე, ის როდესაც სახალხო დამცველი იყო, მან სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ყალბი ანგარიში მოამზადა და პირდაპირ მისთვის სასჯელის გადავადებას მ...

შალვა პაპუაშვილი

1766521549

ახალი ამბები

პაპუაშვილი: NGO სისტემამ მოგვიტანა ის, რომ საზოგადოება ჯერ დავიწროვდა „სამოქალაქო საზოგადოებამდე“, შემდეგ NGO-ებამდე, შემდეგ ითქვა, რომ NGO-ები წარმოადგენს მთელ საზოგადოებას, რომელიც დღემდე უარს ამბობს საკუთარი დაფინანსების გასაჯაროებაზე

 ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიებს თავს მოახვია. რატომ არის ეს ბოროტება? ვინაიდან საბოლოო ჯამში, გაცხადდა - ენჯეოსისტემის, ენჯეოკრატიის მიზანი...

შალვა პაპუაშვილი