რევაზ კარანაძე: მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში
„ძალიან მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ მოსახლეობას და კონკრეტულად მშრომელ ხალხს ყოველდღიურობაში არ გვაქვს“, - წერს პოლიტოლოგი რევაზ კარანაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დადასტურდა, რომ საქართველოში „კომპანიები წეწავდნენ ხალხს და თურმე, 10%-ით და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა შედარებით უფრო მაღალ მსყიდველუნარიანია”.
„ძალიან მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ მოსახლეობას და კონკრეტულად, მშრომელ ხალხს ყოველდღიურობაში არ გვაქვს. იმედია, რომ ამ საკითხს მიიყვანენ ბოლომდე და არ დარჩება მხოლოდ დაპირებად! ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ ჩემი თანამოაზრეები და მე ამ საკითხის მოგვარებას. რასაც ვამბობდით დიდი ხანი, ისიც დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და თურმე, 10%-ით და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა შედარებით უფრო მაღალ მსყიდველუნარიანია. ასევე, ახალ მაღაზიებს ხსნიან მშრომელების ექსპლუატირების ხარჯზე. ერთ კონსულტანტს ამუშავებენ 4-ის ნაცვლად და მიზერულ ხელფასზე და თან, დაცვაც ეგაა და დამლაგებელიც. ამ უნამუსობას თუ მიეხედება და ბიზნესის ლობის ზეწოლას გაუძლებს მთავრობა, მართლა ძალიან მაგარი იქნება. ველოდებით ახლა ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს. ამ საკითხებზე დღეს საღამოს იქნება ჩემი ვიდეოც, რომელიც კვირა დღეს ჩავწერეთ ჩემმა ძმაკაცმა და მე და აქედან გამომდინარე, არ ითვალისწინებს მთავრობის ინიციატივას”, - წერს კარანაძე.
1766584802
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვატყობთ, რომ რაც ბატონმა დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური კაბინეტი, აბსოლუტურად სრული თანხვედრაა ჩვენს პოზიციებში
ვატყობთ, რომ რაც ბატონმა დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური კაბინეტი, აბსოლუტურად სრული თანხვედრაა ჩვენს პოზიციებში. არა მხოლოდ ევრობიუროკრატებთან მიმართებაში - ღირებულებების ნაწილში, ომთან დაკავშირებით,...
1766584112
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი სურსათზე ფასების შემცირებაზე: პარლამენტი ძალიან აქტიურად იმუშავებს და შემდეგი წლის პირველივე ნახევარში ჩვენ შევძლებთ, რომ რასაც პრემიერი დაჰპირდა ჩვენს მოქალაქეებს, ეს ყველაფერი შესრულებული იყოს
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. რა შეპირებაც მისცა პრემიერმა მოქალაქეებს ყველაფერი 100%-ით სრულდება“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ...
1766583866
ახალი ამბებიაშშ-ის მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინი...
1766581881
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურ...
1766581470
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: ხელისუფლების პოლიტიკა მკაფიოა და ორიენტირებულია მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ქვეყნის განვითარებაზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, წლის შემაჯამებელი მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე სულხან თამაზაშვილმა მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაფასა...































