არჩილ გორდულაძე: ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისთვის - „ნაცი“ თავის ბუნებას არასდროს იცვლის

„ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისა და თავმჯდომარის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან.

„საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც პლენუმის წინაშე, დარბაზში შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლეებს და არ ემორჩილება მათ მოთხოვნებს, გარეთ რომ გამოვა, იგივე გააგრძელოს. ისევ და ისევ - „ნაცი“ თავის ბუნებას არასდროს იცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ხან იტყვის რომ ნაცმოძრაობის წევრია და ხანაც იტყვის, რომ წევრი არაა“, - აღნიშნა გორდულაძემ.

გორდულაძე, ასევე, გამოეხმაურა ხატია დეკანოიძის განცხადებას ვეტინგთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია არ აპირებდა პროცესში უცხოელების ჩართვას, არამედ ქართველ იურისტებზე ჰქონდათ აქცენტი.

„მათ შორის, ქალბატონი ხატია დეკანოიძე ახლა შეეწინააღმდეგა ევროკომისიის ანგარიშს, სადაც შავით თეთრზეა მითითებული, რომ ვეტინგი უნდა იყოს გამოყენებული საქართველოში და გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ახლა გამოვიდეს ქალბატონი ხატია და თქვას, იტყუება თუ არა, ან ეთანხმება თუ არა კომისიის გადაწყვეტილებას. ამაზე არც კი გვიმსჯელიაო.

გუშინ მაგალითად იმასაც ამტკიცებდნენ, ქარტიას ისე მოვაწერეთ ხელი წაკითხულიც არ გვაქვსო, საერთოდ პრინციპულ საკითხებზე არ გვიმსჯელიაო. ანუ მსჯელობისა და წაკითხვის გარეშე წარდგნენ საზოგადოების წინაშე და ქართველ ხალხს ეუბნებოდნენ მხარი დაგვიჭირეთო.

არა, ისინი ქართველ ხალხს კი არ ელაპარაკებიან, არამედ ამ ქარტიაზე ხელი რომ მოაწერეს, თავიანთ პატრონებს უთხრეს, რომ კარგი გოგო-ბიჭები ვართ, კარგი აგენტები ვართ და თქვენს ნებისმიერ ნათქვამს წაუკითხავადაც მოვაწერთ ხელსო. მათ სასვენი ნიშნების შეცვლის უფლებაც კი არ აქვთ და ეს წარსულშიც გვაქვს ნანახი“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794915194

ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური: ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინ...

ნარკოტიკული საშუალება

1794914720

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ციფრული არქივი „თაიმსის“ არქივი აღარაა, რომ მეხსიერება გაგვიყალბონ

„საბედნიეროდ ციფრული არქივი „თაიმსის“ არქივი აღარაა და არც გვარამია და ლემონჯავა არიან სმითები, რომ მესხიერება გაგვიყალბონ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალუ...

შალვა პაპუაშვილი

1794911418

ახალი ამბები

კახა კალაძე: ძალიან კარგად მესმის ყოველდღიური პრობლემები და ის დისკომფორტი, რომელიც ქალაქში გადაადგილებას თან ახლავს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია, რადგან გამტარუნარიანობის გაზრდა, ე.წ. გამოწვეული მოთხო...

კახა კალაძე

1794911310

ახალი ამბები

კახა კალაძე: არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის

„თბილისის მერიის კამერებით აღრიცხვის სისტემის მონაცემებით, დედაქალაქში ერთი დღის განმავლობაში 900 ათასამდე ავტომობილი ფიქსირდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებულ...

კახა კალაძე

1794911032

ახალი ამბები

POLITICO: კაია კალასი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში საკუთარი როლის დამკვ...

კაია კალასი