ბაკურიანში ზამთრის სეზონის დაწყებამდე გზები მოწესრიგდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონის დაწყებამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მოწესრიგების სამუშაოებს ჩაატარებს. ამ ეტაპზე მოეწყობა გზის საფარის ქვედა ფენები, რაც მოსახლეობასა და დამსვენებლებს გადაადგილებას გაუადვილებს.
უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზანია, ზამთრის სეზონზე ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს გადაადგილებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო პირობები შეექმნათ.
ბაკურიანში ამჟამად წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო კურორტის საგზაო ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი რეაბილიტაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
არსებული მდგომარეობისა და ზამთრის სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დასრულებამდე გზებზე ქვედა ფენები მოაწყოს და მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის გადაადგილების პირობები გააუმჯობესოს.
წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ბაკურიანში საგზაო ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოები მოიცავს გზის საფარის საბოლოო ფენების მოწყობას, სანიაღვრე სისტემებისა და ტროტუარების მშენებლობას.
სამინისტროს მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით გამოწვეული დისკომფორტი და უზრუნველყოფილი იყოს კურორტის საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხიანი და სრულფასოვანი განვითარება.
1794910363
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: „ლელო“ გადაიქცა ტყუილის მქადაგებელ პარტიად
„ლელო“, რა თქმა უნდა, გადაიქცა ტყუილის მქადაგებელ პარტიად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საზოგადოებას არ ახსოვს, როგორი აღტყინებით ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისათვის და ამ მხრივ როგორ ცდილობდნენ ამავ...
1794909475
მსოფლიოპრაღაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - ათობით ადამიანი დაშავდა
პრაღის მთავარ რკინიგზის სადგურთან ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Aktuálně.cz იტყობინება. როგორც მედია წერს, ერთმანეთს დაბალი სიჩქარით...
1794907628
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: სპეკულაციაა ოთარ აფრიდონიძის განცხადება, თითქოს რამდენიმე დღეა შიმშილობს და იმყოფება საკანში სხვა მსჯავრდებულებთან, რომლებიც იკვებებიან
სპეციალური პენიტენციური სპეკულაციას უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ აფრიდონიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის რამდენიმე დღეა შიმშილობს და მიუხედავად ამისა იმყოფება საკანში სხვა მსჯავრდებულებთან...
1794906385
ახალი ამბებიEU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგება
როგორც ჩანს, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ იმაზე, თუ ვინ წარადგენს ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან, - წერს იტალიური გამოცემა EU News, რომლის ინფორმაციითაც, დუბლინში გამართული ერთ...
1794905136
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ვი...































