შემოსავლების სამსახური: ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „ბუპრენორფინის“ შემცველი 500 აბზე მეტი მედიკამენტი აღმოაჩინეს.
გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1794907628
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: სპეკულაციაა ოთარ აფრიდონიძის განცხადება, თითქოს რამდენიმე დღეა შიმშილობს და იმყოფება საკანში სხვა მსჯავრდებულებთან, რომლებიც იკვებებიან
სპეციალური პენიტენციური სპეკულაციას უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ აფრიდონიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის რამდენიმე დღეა შიმშილობს და მიუხედავად ამისა იმყოფება საკანში სხვა მსჯავრდებულებთან...
1794906385
ახალი ამბებიEU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგება
როგორც ჩანს, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ იმაზე, თუ ვინ წარადგენს ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან, - წერს იტალიური გამოცემა EU News, რომლის ინფორმაციითაც, დუბლინში გამართული ერთ...
1794905136
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ვი...
1794903495
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე როდესაც ცდილობენ ერთმანეთს გაემიჯნონ, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელი და აბსოლუტურად არადამაჯერებელია
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომ...
1794902023
ახალი ამბებიქვეშეთი-კობის გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა - ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს
ქვეშეთი-კობის გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ხადის ხეობ...































