შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ციფრული არქივი „თაიმსის“ არქივი აღარაა, რომ მეხსიერება გაგვიყალბონ
„საბედნიეროდ ციფრული არქივი „თაიმსის“ არქივი აღარაა და არც გვარამია და ლემონჯავა არიან სმითები, რომ მესხიერება გაგვიყალბონ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ის ეხმიანება პარტია „ახალის“ ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის თქმითაც, აქციების დროს პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს კანონსაწინააღმდეგო საგნები არ გამოუყენებიათ.
პაპუაშვილი ამ პოზიციას აბსურდულად მიიჩნევს და თან ურთავს პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ვიდეომასალას, სადაც პიროტექნიკისა და კვერცხების გამოყენებაზეა საუბარი.
მისი თქმით, თანამედროვე ციფრულ ეპოქაში წარსულისა და საზოგადოებრივი მეხსიერების გაყალბება შეუძლებელია.
„ორუელისეულ „სიმართლის სამინისტროში“ იყო „ჩანაწერების განყოფილება“, სადაც უინსტონ სმითი გაზეთ „თაიმსის“ ძველ ცნობებს ცვლიდა ისე, რომ წარსული, პარტიის ამჟამინდელ განცხადებებსა და პოლიტიკას დამთხვეოდა. სწორედ ამის სასოწარკვეთილ მცდელობას ვაკვირდებით ეს დღეები საკონსტიტუციო სასამართლოში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.
საბედნიეროდ ციფრული არქივი „თაიმსის“ არქივი აღარაა და არც გვარამია და ლემონჯავა არიან სმითები, რომ მესხიერება გაგვიყალბონ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
1794907628
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: სპეკულაციაა ოთარ აფრიდონიძის განცხადება, თითქოს რამდენიმე დღეა შიმშილობს და იმყოფება საკანში სხვა მსჯავრდებულებთან, რომლებიც იკვებებიან
სპეციალური პენიტენციური სპეკულაციას უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ აფრიდონიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის რამდენიმე დღეა შიმშილობს და მიუხედავად ამისა იმყოფება საკანში სხვა მსჯავრდებულებთან...
1794906385
ახალი ამბებიEU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგება
როგორც ჩანს, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ იმაზე, თუ ვინ წარადგენს ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან, - წერს იტალიური გამოცემა EU News, რომლის ინფორმაციითაც, დუბლინში გამართული ერთ...
1794905136
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ვი...
1794903495
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე როდესაც ცდილობენ ერთმანეთს გაემიჯნონ, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელი და აბსოლუტურად არადამაჯერებელია
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომ...
1794902023
ახალი ამბებიქვეშეთი-კობის გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა - ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს
ქვეშეთი-კობის გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ხადის ხეობ...































