არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი რამ იკადრეს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, უკვე საკმარისია ამ პარტიების ასაკრძალად
„ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი პასუხები გასცეს სასამართლოს კითხვებს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებები უკვე საკმარისია ასაკრძალად“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რა აჩვენა სასამართლოს მიმდინარეობამ გასული დღეების განმავლობაში.
მისივე თქმით, კიდევ უფრო უტიფრობასთან გვაქვს საქმე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს 2004-2012 წლებში ისინი ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილან.
„ჩვენ რომ სარჩელი შევიტანეთ, სულ რომ არცერთი მტკიცებულება არ წარგვედგინა, სულ რომ არ ყოფილიყო არც საგამოძიებო კომისიის დასკვნა, „ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი რამ იკადრეს და ისეთი პასუხები გასცეს სასამართლოს კითხვებს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები უკვე საკმარისია ამ პარტიების ასაკრძალად. მეორე მხრივ, კიდევ უფრო უტიფრობასთან გვაქვს საქმე და სხვა მეტი არაფერთან, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილა, მიხეილ სააკაშვილი პარტიასთან ფორმალურად იყო დაკავშირებული, არც მკვლელობები, არც ადამიანების წამება, არც ქონების ჩამორთმევა, ეს ყველაფერი არ ყოფილა და თურმე ჩვენ მოვიგონეთ და საზოგადოებას ეს ყველაფერი მოეჩვენა. ასეთი ტყუილებით და უტიფრობით ცდილობს „ნაცმოძრაობა“, რომ საკუთარი თავი და საკუთარი პარტია გადაარჩინოს“, - განაცხადა გორდულაძემ.
1794811910
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლე...
1794810727
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონ...
1794809814
ახალი ამბებისაგარეო უწყება: ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველოს შესაბამის დონზე მიწვევა არ მიუღია, შესაბამისად საქართველოს წარმომადგენელი მათში მონაწილეობას არ მიიღებს
16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში საქართვ...
1794807152
ახალი ამბებიგია ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პერიოდმა აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს საქმე არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებულები არიან შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ
„ამ პერიოდმა აჩვენა ის, რომ ინტენსიური, გააფთრებული მხარდაჭერის მიუხედავად, სიმართლე არის ერთი, ჩვენ გვაქვს საქმე არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებულებ...
1794805260
ახალი ამბებიზურაბ რურუა: ვფიქრობ, სარჩელი დახუნძლულია ფაქტებით, არგუმენტებით და იმედი მაქვს, გადაწყვეტილება იქნება ჩვენ სასარგებლოდ
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 5 პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის განხილვა გრძელდება. პროცესი ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, მ...































