არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ჩვენ ოპონენტები არ გვყავს - ეს ადამიანები საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოპონენტები არიან და ებრძვიან საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას

ჩვენ ოპონენტები არ გვყავს - ეს ადამიანები საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოპონენტები არიან და ებრძვიან საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობის მიზანია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ უცხო ქვეყნების ინეტერესების გამტარებლები.

„უნდათ, რომ ისევ გარე ძალების მორჩილ ქვეყნად გადაიქცეს, როგორც ეს იყო 2003-2012 წლებში, რასაც ვერ ეღირსებიან. რაც შეეხება ასეთ შერწყმებს, თუ ერთმანეთისგან მოშორებებს, ეს კარგად ნანახი შოუა, რომელსაც დგამენ დიდი ძალაუფლების მქონე ძალები, რომელსაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვუწოდებთ. ახლა ვისი გაერთიანებაც მოხდა, რეალურად ეს ადამიანები ისედაც გაერთიანებულები არიან ერთი იდეის გარშემო და ეს იდეა არის სხვის დაკრულზე ცეკვა, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წინაშე დაჩოქება, მათი დავალებების მიღება და ამ დავალებების ასრულების მცდელობა. თითოეული მათგანი ნაცმოძრაობის წევრი იყო სხვადასხვა დროს, ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირი იყო. ეს არის ერთი დაჯგუფება, საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანებული და მათ პატრონებს აქვთ ერთი გეგმა - როგორმე ჩამორეცხონ მოღალატეობრივი უდიდესი ტვირთი და დანაშაული, რომელიც აქვს გახარიას, ლელოს და ნაცგაერთიანებას და ცდილობენ, რომ ერთ მხარეს ეს ახალი გაერთიანება დააყენონ, ხოლო მეორე მხარეს, გახარიელები და ლელო, თითქოს ისინი ნაცები არ არიან, რადგან კარგად იციან რომ ნაცმოძრაობა საქართველოში ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა და ცდილობენ, როგორმე ამ კავშირისგან გააცალკეონ ვიზუალურად და არა შინაარსობრივად. ამიტომაც არის რომ ლელო და გახარიელი ნაცები ამ ერთობას არ მიუერთდნენ. რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული თითოეული ასეთი ნაბიჯი, რადგან კოლექტიური ნაცმოძრაობის, ამ აგენტების დაჯგუფების რეალური მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ყურმოჭრილი და სხვაზე დამოკიდებული პირები. ერთი წამით დავფიქრდეთ, ეს პირები რომ ახლა საქართველოს ხელმძღვანელობდნენ, რამდენჯერ გადაჩეხდნენ ომის უფსკრულში, რამდენჯერ გაწირავდნენ საქართველოს მოსახლეობას იმ სისხლის კალოსთვის, რომელიც სამწუხაროდ ტრიალებს სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი რეგიონის მასშტაბით“, - განაცხადა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772631288

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“

ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“. ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ში რადი...

რიკარდ იოზვიაკი

1772629939

ახალი ამბები

პედრო სანჩესი: რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელსაც ჩაგვითრია უკანონო ომში, არა - წარსულის შეცდომებს, არა - ომს

რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც, არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩ...

პედრო სანჩესი:

1772629551

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7234 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6922 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1772627696

ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს საუდის არაბეთიდან სპეციალური რეისი შესრულდება

„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართ...

საუდის არაბეთიდან სპეციალური რეისი შესრულდება

1772627055

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება

თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ, ნატოს დახმარებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო და ხმელთაშუა ზღვ...

თურქეთი