მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ძალას და ახალ მნიშვნელობას იძენს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების შეჯამებისა და სამომავლო გეგმების განსაზღვრისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფორმატი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაჯამებლად გასული წლის განმავლობაში, თუ როგორი დინამიკა გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებში და რა გეგმები გვაქვს მომავალში. მეორე მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით დაკავშირებადობის მიმართულებით.

„ნამდვილად დღეს ვერავინ უარყოფს იმ როლს, რომელსაც სამხრეთ კავკასია და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თამაშობენ ჩვენს კონტინენტზე, გლობალურად და ზოგადად დაკავშირებადობის კუთხით, თუ როგორ იზრდება ამ რეგიონის პოტენციალი. ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რაც ჩვენ გვაკავშირებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. ამ შემთხვევაში, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ძალას და ახალ მნიშვნელობას იძენს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არის ძალიან მეგობრული, კარგი ურთიერთობა, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი, რაც ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა და კარგი, მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობები“, - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772632978

მსოფლიო

The New York Times: ირანის დაზვერვამ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აცნობა, რომ ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არის

ირანის დაზვერვის სამინისტროს ოპერატიულმა თანამშრომლებმა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აცნობეს, რომ ისინი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ინფორმაციას The New York Times-ი ავრ...

ირანი აშშ

1772632862

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ოპონენტები ევროინტეგრაციას სათამაშო ინსტრუმენტად იყენებენ და ცდილობენ ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ

ძალიან კარგად ვიცით, როგორი აღქმები აქვთ ჩვენს ოპონენტებს საკუთარ ქვეყანაზე. ძალიან კარგად გვახსოვს, ევროკავშირთან ურთიერთობების გადამწყვეტ მომენტში, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდით, როგორ უწოდებდნ...

მაკა ბოჭორიშვილი

1772631288

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“

ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“. ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ში რადი...

რიკარდ იოზვიაკი

1772629939

ახალი ამბები

პედრო სანჩესი: რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელსაც ჩაგვითრია უკანონო ომში, არა - წარსულის შეცდომებს, არა - ომს

რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც, არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩ...

პედრო სანჩესი:

1772629551

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7234 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6922 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი