The New York Times: ირანის დაზვერვამ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აცნობა, რომ ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არის
ირანის დაზვერვის სამინისტროს ოპერატიულმა თანამშრომლებმა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აცნობეს, რომ ისინი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რომელიც, თავის მხრივ, ანონიმურ ჩინოვნიკებს ახლო აღმოსავლეთიდან და ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის წარმომადგენელს ეყრდნობა, ირანმა ამერიკას წინადადებით მესამე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მეშვეობით მიმართა.
არც თეთრ სახლს, არც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც The New York Times-ი იუწყება, აშშ-ის ოფიციალური პირები სკეპტიკურად უყურებენ იმას, სურს, თუ არა სინამდვილეში თეირანს ან ვაშინგტონს მოლაპარაკებები და სიტუაციის გადატვირთვა, მით უმეტეს ასეთ მოკლე პერიოდში.
ირანის ელჩმა გაეროში გუშინ შეერთებულ შტატებთან რაიმე სახის დიალოგის წარმოება გამორიცხა. ხოლო ტრამპმა აღნიშნა, რომ თეირანს მასთან საუბარი სურს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია.
1772631288
მსოფლიორიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“
ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“. ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ში რადი...
1772629939
ახალი ამბებიპედრო სანჩესი: რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელსაც ჩაგვითრია უკანონო ომში, არა - წარსულის შეცდომებს, არა - ომს
რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც, არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩ...
1772629551
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7234 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6922 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1772627696
ახალი ამბებისაქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს საუდის არაბეთიდან სპეციალური რეისი შესრულდება
„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართ...
1772627055
მსოფლიოთურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება
თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ, ნატოს დახმარებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო და ხმელთაშუა ზღვ...





























