აშშ-ის თავდაცვის მდივანი ირანში მიმდინარე ოპერაციაზე: ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციის დაწყებიდან მეოთხე დღეს, პროცესი კვლავ „ადრეულ“ ეტაპზეა - ამავდროულად, მან სამხედრო ძალისხმევის დაჩქარების გეგმები წარადგინა.
„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, წინ უფრო მეტი და მასშტაბური ტალღებია“, - განაცხადა ჰეგსეტმა. „ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ. ჩვენ ტემპს ვაჩქარებთ და არა ვანელებთ“.
მდივანმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებების შემდეგი ფაზა მიზნად ისახავს აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ „ირანის ცაზე სრული კონტროლის“ დამყარებას, რაც, სავარაუდოდ, „ერთ კვირაზე ნაკლებ დროში“ დასრულდება.
მან დასძინა, რომ სამხედრო-საჰაერო ძალები განახორციელებენ ირანის არმიის „სარაკეტო და თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზის, ასევე ირანელი სამხედრო ლიდერების ლოკალიზებასა და განადგურებას“.
„ეს არასდროს ყოფილა სამართლიანი ბრძოლა და არც არის სამართლიანი ბრძოლა“, - თქვა ჰეგსეტმა. „ჩვენ მათ ვურტყამთ, ვიდრე ისინი ძირს არიან დაცემულნი, და ეს ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს“.
1772632862
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ოპონენტები ევროინტეგრაციას სათამაშო ინსტრუმენტად იყენებენ და ცდილობენ ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ
ძალიან კარგად ვიცით, როგორი აღქმები აქვთ ჩვენს ოპონენტებს საკუთარ ქვეყანაზე. ძალიან კარგად გვახსოვს, ევროკავშირთან ურთიერთობების გადამწყვეტ მომენტში, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდით, როგორ უწოდებდნ...
1772631288
მსოფლიორიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“
ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“. ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ში რადი...
1772629939
ახალი ამბებიპედრო სანჩესი: რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელსაც ჩაგვითრია უკანონო ომში, არა - წარსულის შეცდომებს, არა - ომს
რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც, არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩ...
1772629551
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7234 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6922 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1772627696
ახალი ამბებისაქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს საუდის არაბეთიდან სპეციალური რეისი შესრულდება
„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართ...





























