მაკა ბოჭორიშვილმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვა ძლიერი სახელმწიფოსა და სამართლიანი ეკონომიკური წესრიგის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. საქართველოსთვის ამ მიმართულების განვითარება მჭიდროდ უკავშირდება ევროპულ სამართლებრივ სივრცესთან დაახლოებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბებას“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ ინსტიტუციურ და საკანონმდებლო ნაბიჯებზე, მათ შორის, 2022 წელს მიღებულ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონზე, რომელიც ევროკავშირის ექვს დირექტივასა და ერთ რეგულაციას აერთიანებს.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, კანონის მიღება თავისთავად საბოლოო მიზანი არ არის და მთავარია, კანონით განსაზღვრული უფლებები მოქალაქეებისთვის რეალურ გარანტიებად იქცეს.

„მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მისი ინტერესები დაცულია; ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ მოქმედებს მკაფიო და სამართლიანი წესების პირობებში; ხოლო ბაზარზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა კანონის ეფექტიანი აღსრულების მნიშვნელობას და ამ პროცესში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს როლს. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო აღიარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის პრაქტიკული შედეგები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებასა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვას ემსახურება.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა, ბიზნესთან კონსტრუქციული თანამშრომლობა და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარება.

კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მაღალი რანგის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.

საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წელს მეხუთედ იმართება, მიზნად ისახავს კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებას, მიღწევებისა და გამოწვევების განხილვას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795072628

ახალი ამბები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, თამაზ ბორაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბ...

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

1795071258

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილმა უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა გამართა

უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს იბროჰიმ აბდურახმონოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის...

დავით სონღულაშვილ

1795069751

ახალი ამბები

ფონიჭალაში აფეთქება მოხდა - დაშავდა 3 ადამიანი

თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გან...

სასწრაფო

1795068322

მსოფლიო

ჩინეთში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში, ქალაქ შენჟენში წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შეხვდა. როგორც რუსული მედია წერს, შეხვედრის დასაწყ...

ჩინეთში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს

1795065258

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ნოემბერს საქართველოში

19 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +18 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნე...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა