არჩილ გორდულაძე: საშუალება რომ ჰქონდეთ, სამკლაურებსაც გაგვიკეთებდნენ და გაზის კამერებსაც ააშენებდნენ - „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან ოპოზიციური ველის ოკუპაცია უნდა დასრულდეს
„სამწუხაროდ გვაქვს განგრძობადი ოკუპაცია ქვეყნის ტერიტორიების. ამავდროულად, განგრძობადი ოკუპაცია გვაქვს პოლიტიკურ ველზე ოპოზიციის ნაწილში. ქართველი ხალხი იმსახურებს რომ დასრულდეს დროებითი ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილისა, ასევე იმსახურებს ოპოზიციური ველის ოკუპაციის დასრულებას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მიუკერძოებელმა სასამართლომ უნდა გააკეთოს.
კითხვაზე - თუ ეს ოთხივე პარტია აიკრძალა, რა არჩევანი რჩება თქვენდამი კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს? - გორდულაძემ ასე უპასუხა:
„1945 წლის შემდეგ, როდესაც ნაცისტური პარტია აიკრძალა, მათაც ჰყავდათ ამომრჩევლები და ვის სთავაზობდა ცივილიზებული სამყარო გერმანელ ხალხს? - ვინც ამ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდებოდა და იფიქრებდა, რა არის მნიშვნელოვანი გერმანიის წინსვლისთვის. ნაცისტური პარტია უნდა აკრძალულიყო არა იმიტომ, რომ ვიღაცები ამაზე შეთანხმდნენ, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო ე.წ. პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩადიოდა ომის დანაშაულს, ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს. გადმოვიტანოთ რას აკეთებენ ესენი: ფაშისტური არის თუ არა კონკრეტული ადამიანის, მისი პოლიტიკური შეხედულების გამო სტიგმატიზაცია? საშუალება რომ ჰქონდეთ სამკლაურებსაც გაგვიკეთებდნენ, გაზის კამერებსაც ააშენებდნენ და ყველას იქ გაგვიშვებდნენ. ამიტომაც ვამბობთ, პოლიტიკურ ველზე კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან ოპოზიციის ოკუპაცია უნდა დასრულდეს“.
1790791981
ახალი ამბებიგენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნესპროექტები შუა დერეფანში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფ...
1790789585
ახალი ამბებითბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა
თბილისის საკრებულო მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებებს უერთდება, რომლის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა. კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ უკვე წლებია ძუძუს კიბოს...
1790786811
ახალი ამბებიფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე: 2027 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია, როგორც სოციალური კუთხით, ასევე, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის მიმართულებით
„დღეს პარლამენტს წარედგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც კანონმდებლობით და მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია,...
1790785017
ახალი ამბებიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თან...
1790782384
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI - ის კვლევაზე: კვლევა ადასტურებს, რომ მათ საზოგადოებისგან ნდობა დაკარგეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა „ქრონიკასთან“ IRI კვლევის შედეგები შეაფასა, რომელიც ოპოზიციამ დამალა. „ბუნებრივი იყო ის რეაქცია, რაც მათგან ამ კვლევის...































