დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა

„1 ოქტომბერი, დღე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში დარჩა, როგორც დიდი ცვლილების დღე. ეს იყო ბრძოლა, რომელსაც თავისი მიზანი, პასუხისმგებლობა და ფასი ჰქონდა. იმ ადამიანებისთვის, ვინც იმ პერიოდში ამ პროცესში იდგა, ეს თარიღი მხოლოდ კალენდარში მონიშნული დღე არ არის, ეს არის საკუთარი გზის, ერთიანობისა და ბრძოლის გახსენება“, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებული ადგილი ერისკაც ბიძინა ივანიშვილს უკავია და სწორედ ის არის 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი ფიგურა. როგორც სამხარაძე აღნიშნავს, 1 ოქტომბერი, გამარჯვების, ერთიანობისა და ისტორიული გადაწყვეტილების დღეა.

„ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია ერისკაცს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომლის ღვაწლი ამ მნიშვნელოვანი ცვლილების საქმეში განსაკუთრებით დიდია. სწორედ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და იმ რთულ პერიოდში ქვეყნის პოლიტიკური პროცესის სათავეში ჩადგომა გახდა ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც ცვლილებას რეალური შესაძლებლობა მისცა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო ამ პროცესის სათავეში ჩადგომა და იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მთავარი ფიგურა სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო. ერისკაცის როლი მხოლოდ 2012 წლის გამარჯვებით არ შემოიფარგლება. მისი სახელი ამ ისტორიის იმ ნაწილთან არის დაკავშირებული, რომელმაც ქართული პოლიტიკური რეალობა მნიშვნელოვნად შეცვალა. დღეს, როდესაც საქართველოში მშვიდობა გვაქვს, ესეც, ისევ და ისევ, პირველ რიგში, სწორედ იმ ერთი ადამიანის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელმაც ყველაზე რთულ დროს აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. 1 ოქტომბერი, გამარჯვების, ერთიანობისა და ისტორიული გადაწყვეტილების დღეა. ვულოცავ ამ დღეს „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებს, ნამდვილებს, ყველას, ვინც იმ ისტორიულ დღეებში იდგა ამ ბრძოლის გვერდით და ვისთვისაც 1 ოქტომბერი განსაკუთრებული ისტორიის ნაწილია“, - წერს დიმიტრი სამხარაძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790791981

ახალი ამბები

გენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნესპროექტები შუა დერეფანში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფ...

გენადი არველაძე

1790789585

ახალი ამბები

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

თბილისის საკრებულო მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებებს უერთდება, რომლის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა. კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ უკვე წლებია ძუძუს კიბოს...

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

1790786811

ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე: 2027 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია, როგორც სოციალური კუთხით, ასევე, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის მიმართულებით

„დღეს პარლამენტს წარედგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც კანონმდებლობით და მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია,...

ზოგადი

1790785017

ახალი ამბები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თან...

მარიამ ქვრივიშვილი

1790782384

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI - ის კვლევაზე: კვლევა ადასტურებს, რომ მათ საზოგადოებისგან ნდობა დაკარგეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა „ქრონიკასთან“ IRI კვლევის შედეგები შეაფასა, რომელიც ოპოზიციამ დამალა. „ბუნებრივი იყო ის რეაქცია, რაც მათგან ამ კვლევის...

თორნიკე ჭეიშვილი