ირაკლი კირცხალია: ადამიანი და მისი უფლებები იყო ჩვენთვის და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ღირებულება, სწორედ აქედან გამომდინარეობს უწყვეტი მშვიდობა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და უწყვეტი მშვიდობა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დამსახურებაა, რომელთა მთავარი ფასეულობა და ღირებულება ყოველთვის ადამიანი და მისი უფლებები იყო.
მისი განცხადებით, უმთავრეს ამოცანად რჩება პოლიტიკური სივრცის „აგენტურისგან“ გათავისუფლება, რათა ასპარეზი ეროვნულ და ღირსეულ პოლიტიკურ ძალებს დაეთმოს.
„სწორედ ადამიანი, ის ღირებულება, ის ფასეულობა და მისი უფლება იყო, პირველ რიგში, ჩვენი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის მთავარი ღირებულება და ფასეულობა, სწორედ აი, აქედან გამომდინარეობს შემდეგ ის უწყვეტი მშვიდობა. როდესაც მე ივანიშვილების ოჯახზე ვსაუბრობ, 2012-ში რომ არ გამოჩენილიყო ბატონი ბიძინა, ქვეყანა ასე არ იქნებოდა, როგორც დღეს არის. ქვეყანაში ეს ვითარება არ იქნებოდა, ეს ეკონომიკური მდგომარეობა არ იქნებოდა და ეს უწყვეტი მშვიდობა არ იქნებოდა. როდესაც ვამბობ, რომ ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში ამ ოჯახის სახელი და გვარი, სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ აი, ამდენი შემოტევის მერე, ამდენი ბულინგის მერე, ამდენი უსამართლობის მერე, ის იმ ღირებულებების მაგალითია ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. მისი პრინციპები, მისი მოქმედება და მისი ნაბიჯები. მაგალითი იყო, არის და იქნება და აი, ამ მაგალითით მოვდივართ. და აი, ამ მაგალითით უდგას ამ გუნდს სათავეში თავისი სამშობლოს სიყვარულით. აი, ეს იყო და ის მშვიდობა, რასაც მივაღწიეთ, მიუხედავად აი, ამ ტურბულენტური ზონისა. გასაკეთებელი ყოველთვის ბევრი იქნება. მათ განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელიც აი, ასე ვითარდება და ასე სწრაფად ვითარდება. ძალიან ბევრი იქნება ეკონომიკური განხრით და ხედავთ, როგორ მუშაობს ჩვენი ეკონომიკური გუნდი და რა ინფრასტრუქტურული პროექტებია და რა მიღწევები აქვს ეკონომიკურ გუნდს ამ მთავრობაში. გადახედეთ, დღე არ გავა, რომ ახალი ხელშეკრულება, ახალი პარტნიორობა, ახალი ავიამიმოსვლა, საზღვაო კუთხითაც, საჰაერო კუთხით, ყველა კუთხით, რკინიგზის კუთხით, პორტები, აეროპორტები, აი, ყველაფერი. მაგისტრალები და ასე შემდეგ, ვითარდება ეს ყველაფერი. და მეორე, რასაც ვამბობ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ყველაზე მთავარი, რაც არის გასაკეთებელი, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო კარგად განვითარდეს, კიდევ უფრო მეტი შანსი ჰქონდეს მართლაც ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, რომ კიდევ უფრო ეფექტურად განავითარონ ეს ქვეყანა ყველა მიმართულებით, არის, რომ აი, ეს აგენტურა უნდა მოვაცილოთ. და მივიყვანოთ იქამდე, რომ პოლიტიკური ველი განთავისუფლდეს აგენტურისგან და პოლიტიკური ველი დაიკავონ ეროვნულმა, ღირსეულმა ძალებმა. დარწმუნებული ვარ, ეს არის ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის ოცნება ამ ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს ასე გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ, პირველ რიგში, ბატონ ბიძინას მინდა მივულოცო ხვალინდელი დღე [პირველი ოქტომბერი] და მთელ ჩვენს გუნდს და მთელ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი მონაპოვარი რაც არის, ეს არის ადამიანი დღეს და აი, აქედან და ამ მთავარი ღირებულებიდან გამომდინარე, ის უწყვეტი მშვიდობა, რომელიც გვაქვს ჩვენ დღეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
1790791981
ახალი ამბებიგენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნესპროექტები შუა დერეფანში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფ...
1790789585
ახალი ამბებითბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა
თბილისის საკრებულო მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებებს უერთდება, რომლის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა. კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ უკვე წლებია ძუძუს კიბოს...
1790786811
ახალი ამბებიფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე: 2027 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია, როგორც სოციალური კუთხით, ასევე, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის მიმართულებით
„დღეს პარლამენტს წარედგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც კანონმდებლობით და მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია,...
1790785017
ახალი ამბებიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თან...
1790782384
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI - ის კვლევაზე: კვლევა ადასტურებს, რომ მათ საზოგადოებისგან ნდობა დაკარგეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა „ქრონიკასთან“ IRI კვლევის შედეგები შეაფასა, რომელიც ოპოზიციამ დამალა. „ბუნებრივი იყო ის რეაქცია, რაც მათგან ამ კვლევის...































