ირაკლი კირცხალია: ევროკავშირში ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ
„ყველაზე მთავარი და საუბედურო, რა არის იცით, მართლა ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რა ფასეულობებზეც იდგნენ. ბრიუსელში, თავიანთივე ქვეყნებში ხედავენ უკვე, პირდაპირი მნიშვნელობით, საბჭოთა მმართველობას საუკეთესო ფორმებით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში სტუმრობისას ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ევროკავშირის მხრიდან, „თეთრზე შავის ძახილი“, მმართველი გუნდისთვის არაფერს ნიშნავს. მისივე განცხადებით, ხელისუფლება მზადაა, ღირსეული პარტნიორობისა და ურთიერთობისთვის.
„მათი მხრიდან ახლა ასეთი უტიფარი და თეთრზე შავის ძახილი არაფერს ნიშნავს ჩვენთვის. ისევ თავიანთ რეიტინგს არღვევენ, ისევ თავიანთ ეკონომიკას ანგრევენ, ისევ თავიანთ რეპუტაციას ანგრევენ და ისევ იმ ღირებულებებს ანგრევენ, რა ღირებულებებზეც იდგნენ და რა ღირებულებებზეც უნდათ, რომ მათთან ერთად ყოფილიყო სხვადასხვა ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ვაფიქსირებთ ღიად ყველგან - საერთაშორისო ტრიბუნაზე, შიგნით, ყველა შეხვედრაზე, რომ ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისთვის და ურთიერთობისთვის, ოღონდ ღირსეულად“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1790791981
ახალი ამბებიგენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნესპროექტები შუა დერეფანში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფ...
1790789585
ახალი ამბებითბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა
თბილისის საკრებულო მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებებს უერთდება, რომლის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა. კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ უკვე წლებია ძუძუს კიბოს...
1790786811
ახალი ამბებიფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე: 2027 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია, როგორც სოციალური კუთხით, ასევე, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის მიმართულებით
„დღეს პარლამენტს წარედგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც კანონმდებლობით და მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია,...
1790785017
ახალი ამბებიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თან...
1790782384
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI - ის კვლევაზე: კვლევა ადასტურებს, რომ მათ საზოგადოებისგან ნდობა დაკარგეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა „ქრონიკასთან“ IRI კვლევის შედეგები შეაფასა, რომელიც ოპოზიციამ დამალა. „ბუნებრივი იყო ის რეაქცია, რაც მათგან ამ კვლევის...































