ბათუმის ბიუჯეტს ვერ ამტკიცებენ - ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება (ვიდეო)

ხმაური, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩატარება იგეგმებოდა. 

ბათუმის საკრებულოს  სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მოქმედმა წევრმა მირდატ ქამადაძემ სპეციალური ხსნარი გაუშვა, რის გამოც სხდომა დროებით ჩაიშალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განმარტებით, აღნიშნული ხსნარი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა მისი სუნის გამო, დეპუტატებს დარბაზის დატოვება მოუწევთ.

„ეს საკრებულოს სხდომა დღეს უნდა ჩაიშალოს. ბიუჯეტი არ უნდა მიიღონ ვადაგასულმა ადამიანებმა. არ მინდოდა ძიძგილაობა და ჩხუბი. მივიღე ასეთი უწყინარი გადაწყვეტილება. ბოლო წუთამდე, სანამ გაძლება შესაძლებელი იქნებოდა, ვაპირებდი იქ ყოფნას, რომ ვინმემ არ იფიქროს, რომ ეს ნივთიერება არის საფრთხის შემცვლელი. ამ ნივთიერებას აქვს სუნი, რომელიც არის რთულად გასაძლები“, - აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ოპოზიცია პროვოკაციას აწყობს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ირგვლივ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. ისინი სხდომას შეძახილებით: „მონებო“ და „ვერ ჩაატარებთ“ სკანდირებენ.

საკრებულოს შენობაში ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილზე.

როგორც, შენობაში, ისე შენობის გარეთ  ათობით პოლიციელია მობილიზებული.

ამავე თემაზე:

🔵 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

🔵 ბათუმის საკრებულო დღეს 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს - ოპოზიცია კი "ოცნებას" მოუწოდებს, შეაჩეროს ბიუჯეტის განხილვა

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793897790

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე: მთავრობის თანმიმდევრული და სწორი მუშაობის შედეგად, საქართველოს ხმა დღეს უფრო ძლიერად ისმის საერთაშორისო ასპარეზზე

დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნ...

დავით ჩიხელიძე

1793896838

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება

„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავ...

მარიამ ქვრივიშვილი

1793895817

ახალი ამბები

თბილისის მერია: ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მიუსაფარ ცხოველებს, ისე მოსახლეობას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე

„ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის...

თბილისის მერია

1793892912

ახალი ამბები

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცე...

 მარიამ ქვრივიშვილი,

1793889430

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: „ვეტინგის“ მექანიზმი ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი და უხეში ჩარევის მცდელობაა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გარე ძალები ცდილობენ, ქართული მართლმსაჯულება საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ, რისთვისაც სხვადა...

თორნიკე ჭეიშვილი